#57833767 · 26 Apr 2021, 07:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით,
მაინტერესებს რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს დამქირავებლისთვის, რომ დაიცვას თავი ისეთ გარემოებაში, როდესაც მეზობელი შანტაჟის ენით აიძულებს სახლის მეპატრონეს, რომ ორდღიან ვადას აძლევს, რომ გაუშვას მდგმური და აშინებს პოლიციით. იმ მიზეზით რომ თითქოს მდგმურის მას ეშინია, რამე არ ჩაარტყას (არ გაგეცინოთ) ასაკოვანი ქალბატონი გახლავთ იდეის ავტორი.
დამქირავებელი ცხოვრობს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. ყოველთვიურად პატიოსნად იხდის, დადასტურება შესაძლებელია ამონაწერით. ათწლეულებია ცხოვრობს იმ სახლში მშვიდად და სრულიად უკონფლიქტოდ.
აქვს თუ არა მეზობელს უფლება პირადი მოტივაციით, რაიმე სახის მტკიცებულებების გარეშე, უბრალოდ კაპრიზით, “დავივლი კორპუსში და ხელს მოვაწერინებ მაცხოვრებლებს” ეგიდით მოითხოვოს დამქირავებლის გასახლება და თავის მხრივ როგორ დაიცვას თავი დამქირავებელმა, თუ გამქირავებელი შეშინდება, დაყვება მეზობლის ნებას (უბრალო კაცია და აშფოთებს ასეთი ხმაურიანი სიტყვების ხსენება - პოლიცია, სასამართლო, არის ალბათობა წამოეგოს) და ამის გამო აიძულებს მდგმურს დატოვოს სახლი.
წინასწარ გიხდით მადლობას.
--------------------
+-+-+-+-+-+-+-+-+-+-+-+-+-+-+-+-+-
|