ბლოკავენ და სრულიად სამარცხვინოდ იქცევა, სამივე ოპოზიციური არხი ლეიბორისტულ პარტიასთან! როგორც კი, მათთვის არმოსაწონს გაიგონებენ, აღარ იწვევენ იმ პარტიებს ეთერში. არადა ტიპები სხედან და 24/7-ზე დემოკრატიას ლაპარაკობენ და იმედს და პოსტ ტვ-ის აფურთხებენ და როგორც კი, რაღაც არ უსწორდებათ, ზუსტად იგივეს აკეთებენ ურცხვად. გირჩსაც ანალოგიურს უკეთებენ, ოღონდ ფორმულა მაინც იწვევს ასე თუ ისე მაგათ და შალვა და ლეიბორისტები თვეებია ბლოკადაში ჰყავთ ტვ პირველს და მთავარს (ნუ მთავარმა მამენტ 2021 წელსვე დაბლოკა, გვარამიას და მიშა ქუმსიშვილმა რომ იჩხუბეს ეგზიტპოლების გამო და მერე შალვამაც). ფორმულა იწვევდა შალვას ასე თუ ისე, მაგრამ ედისონ რისერჩს როგორც გაუტრაკა შალვამ, ეგრევე დაბლოკეს და 1 თვეა არ გაუჭაჭანებიათ ეთერში და რანაირი დემოკრატია და ევროპული ღირებულებაა, ოპოზიციური ტელევიზიის მიერ, ოპოზიციონერის დაბლოკვა, თავად თქვან ტელევიზიებმა.
სამწუხაროა, რომ ამაზე რეაგირება არ აქვს ოპოზიციურ ამომრჩეველს. რეალურად, ძალიან ცუდ რაღაცას აკეთებენ ახლა ოპოზიციური არხებიც და პარტიებიც. ისე წარმოაჩენენ, რომ თითქოს მხოლოდ 4 გაერთიანება იყოს და მათ გარდა ოპოზიცია არ არსებობს, სხვამ ვერ უნდა გააკეთოს მიტინგი, ვერ უნდა გაშუქდეს და სცენაზე ვერ ავიდეს. რასაც მე ვხედავ, ეს ყველაფერი ძალიან შორსაა დემოკრატიისგან. მე მინდა, რომ შალვას და ლეიბორისტების იდეებსაც ვისმენდე, გირჩის იდეებსაც და არა მარტო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ანა დოლიძეს და ა.შ. დღეში რამდენჯერმე ჰყავთ ეს ხალხი ტელევიზიებში და ამოვიდა ყელში, ერთი და იმავეს ლაპარაკობენ.
არჩევნების წინაც რაც შალვას გაუკეთეს არანაირი მორალური გამართლება არ აქვს, მაგრამ რა მორალი მაგათ უნდა მოსთხოვო. პარტია 2021 წლიდან დასანქცირებულია ქოცების მიერ, დაფინანსება არ აქვთ, უფასო რეკლამა არა, საარჩევნო კომისიებში კვოტები წაართვეს და ასეთ დროს ოპოზიციურმა არხებმაც დაბლოკეს. საერთოდ რომ არსებობენ ასეთ პირობებში ლეიბორისტები, გასაკვირია და რაღაც მხრივ გმირობის ტოლფასია. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებისთვის მილიონები დახარჯეს და ამათ მგონი ოფისის შესანახი ფულიც უჭირთ