#57911587 · 17 May 2021, 13:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯანდაბამდე გზა ჰქონია წვეროსნებს და მათ მიერ დაწესებულ დღესასწაულებს ძაან ბევრს ვხუმრობ აქ, მაგრამ რასაც ახლა დავწერ, სრული სერიოზულობით ვწერ რაც მე 2013 წლის 17 მაისმა დამიშავა, დაღი დამასვა, სიტყვებით გამოხატვა მიჭირს დღესაც კი მახსოვს იმ დღეს ნათქვამი ყველა სიტყვა, მე მაშინ ჰეტეროსექსუალი კაცის როლს ვთამაშობდი და ფიზიკურად არავინ შემხებია ალბათ ამან უფრო მეტად გამანადგურა, როგორ სიხარულით აღნიშნავდნენ ჩემი ოჯახის წევრები ჩემი თანდასწრებით "პიდარასტებისთვის საკუთარი ადგილის მიჩენას" მაგ დღის მერე საკუთარ თავს ვეუბნებოდი "არ შეიძულო" " არ გაბოროტდე" "არ იციან რას აკეთებენ"... მაგრამ რაც დრო გადის მით უფრო მეტად მიძლიერდება ეს სიძულვილის განცდა ადამიანების მიმართ, ვინც ასე, მექანიკურად აკეთებს რაღაცეებს, რომ აკეთებს რაღაცას და არ ფიქრობს რატომ, ან სხვას ეს როგორ აზიანებს. ჩემსა და ამ ასეთ ხალხს შორის ძაან დიდი, გადაულახავი უფსკრულია, მე მათ სადაც ვნახავ, რა კონტექსტშიც არ უნდა იყოს ყველგან დავამცირებ და ყოველთვის წიხლს მივაჭერ ვერავინ ვერ დამადანაშაულებს ამაში, ამ ხალხმა მე მთელი 22 წელი მომპარა, იდეაში ყველაზე კარგი წლები და ეს მე არასოდეს დამავიწყდება და არასოდეს შევეგუები ასე, ზოგიერთ ქვიარივით მე არასოდეს დავუწყებ მტერს ტრაკის ლოკვას არ ვიტყვი რომ "ლგბტებიც" სცოდავენ, ჩვენ ერთადერთ, ჭეშმარიტი ისტორიულად ჩაგრული ჯგუფი ვართ დღევანდელ საზოგადოებაში არ ვიტყვი იმას, რომ "ოჯახი ჩვენც გვაქვს", არა, ჩვენ არ გვაქვს ოჯახები და ვინმე თუ ცდილობს რომ ამ მდგომარეობას მოერგოს ჩემთვის უბრალოდ ფარჩაკია და მეტი არაფერი.
This post has been edited by არავინ- on 17 May 2021, 13:25
|