მოკლედ, რაც ზინჩენკო სიტიში თამაშობს დღე და მოსწრება მაგის გინებაში ვარ, მათ შორის ეხლაც, როცა გუნდი ლიგის ფინალშია და ყველა გადამწყვეტ თამაშში ძირითადში იდგა.
მერე დავფიქრდი და კი დიდი ვერაფერი ფეხბურთელია და ვერაფერი მონაცემები აქვს, მაგრამ რაღაც პონტში დავაფასე რო ტიპი სადღაც ზაპოროჟიედან კალოშებით ჩავიდა მანჩესტერში და იმდენი ქნა, რომ 50 მილიონიანი მენდი და ბევრად ნიჭიერი კანსელუ სკამზე დასვა და თვითონ თამაშობს ძირითადს ლიგის ნახევარფინალში და დიდი ალბათობით ფინალშიც ეგ იდგება.
მერე პარალელი კალაძესთან გავავლე. ეგეც უკრაინის ჩემპიონატიდან მოიხოდა იმდროინდელ უძლიერეს მილანში, ეგეც პა ბალშომუ გუნდის ხერხემალი არ ყოფილა მარა მაგანაც დიდი შრომით და ცოტა გამართლებითაც 2 ლიგის ფინალი ითამაშა.
ზოგადად პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან ეგეთ გუნდებში მოხვედრა გაცილებით რთულია ვიდრე იგივე აღმოსავლეთ ევროპის პოსტ სოციალისტური ქვეყნებიდან, იგივე თუნდაც ბულგარეთი და რუმინეთი. აღარაფერს ვამბობ პოლონეთზე.
ფორუმზე დიდად არ მახსოვს კალაძის ფეხბურთელობის გაანალიზება, მე მაინდამაინც დიდად არ ვუყურებდი მაშინდელ მილანს და კალაძეს როგორც ეხლა ბევრი თქვენგანი ალბათ ზინჩენკოს თამაშებს არ უყურებთ

მაგრამ მაინც საინტერესოა ურა პატრიოტიზმის გამოვლინების გარეშე ობიექტურად შევაფასოთ რა დონის ფეხბურთელი იყო კალაძე და მამენტ დიდად განსხვავდებოდა თუ არა ზინჩენკოსგან და მაგდაგვარი ფეხბურთელებისგან.