საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სეგეენკო კახა კალაძის კანდიდატურის თბილისის მერობის არჩევნებზე დაყენებას ეხმაურება. სერგეენკოს თქმით, მისი დამოკიდებულება კალაძის მიმართ პოზიტიურია, თუმცა, შეუცვლელი და უალტერნატივო არავინაა.
სერგეენკოს განცხადებითვე, ის რომ კალაძე გუშინ, 17 მაისს გამართულ პარტიულ სხდომას არ დაესწრო, არ ნიშნავს იმას, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს არ იყრის.
"კახი არ იყო გუშინდელ სხდომაზე, რაც არ არის მაჩვენებელი იმის, რომ ის აღარ იყრის კენჭს, ალბათ გარკვეული პერიოდი დაჭირდება, რომ კანდიდატის გაცხადება მოხდეს. ჩემი დამოკიდებულება კალაძის მიმართ ძალიან პოზიტიურია და ძალიან ვაფასებ, ზოგადად, მის განვლილ ცხოვრებასა და მის მოტივაციას იმისთვის, რომ მიზნებს მიაღწიოს, თუმცა, უალტერნატივო და შეუცვლელი, ჩემი აზრით, არავინ არ არის და მან, პირველ რიგში, უნდა გამოთქვას ნება ამისთვის და თავისი წინასაარჩევნო პროგრამით უნდა დაარწმუნოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომ ისევ იყოს თბილისის მერი", – განაცხადა სერგეენკომ.
https://npg.ge/ka-GE/Home/Details/2560მოუგებს მელიას?