აუუუ

13:32 | 2021-05-30
ავტორი: Prime Time
„კოლუმბიაში აღარ მიშვებენ 2050 წლამდე” – რატომ არ შეუშვეს ქვეყანაში GEM Fest-ის დამფუძნებელი
გააზიარე
https://primetime.ge/kolumbiashi-aghar-mish...-damfudznebeli/„ბევრს აინტერესებს რა მოხდა ჩემს თავს. აგროვდა ბილეთი ფული. ბევრმა ადამიანმა დადო ფული იმისთვის, რომ გავფრენილიყავი აქედან. კოლუმბიაში აღარ მიშვებენ 2050 წლამდე. ანუ, სასამართლოები ვერ მოვიგე და შემდეგი 29 წელიწადი ვერ შემოვალ კოლუმბიაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ადვოკატს, რომელმაც ყველას უჩივლა -კოლუმბიის საემიგრაციოს, ბოგოტის პოლიციას, აეროპორტის პოლიციას, სულ ყველას. ბრძოლას ვაგრძელებთ.
თუმცა, მთავარი ისაა, რომ ჩემი 39 საათიანი კოშმარი ბოგოტის აეროპორტში დასრულდა და მე მოვდივარ თქვენკენ, ევროპის კონტინენტისკენ. ჯერ მივფრინავ მადრიდში, მერე იტალიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში.. ყველას გნახავთ, ჩაგეხუტებით, მოგეფერებით. ხვალიდან როგორც კი ევროპის კონტინენტზე დავადგამ ფეხს ძალიან მაგარი და საინტერესო პროექტების შესახებ მოგიყვებით.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამხრეთ ამერიკას ვტოვებ. მაქვს პანამა სარეზერვო ვარიანტად, ისევე როგორც კოლუმბიაში ჩატარდება ივენთი ჩემ გარეშე. რატომღაც გული მიგრძნობს, რომ გაცილებით მეტი საქმეები გველის ევროპაში და ასე შემთხვევით არ მომხდარა ის, რაც მოხდა“,- აცხადებს გავრცელებულ ვიდეოში გიორგი სიგუა.
სიგუა კოლუმბიაში GEM FEST-ის ჩასატარებლად გაემგზავრა. მუსიკალური ფესტივალი 5-11 მაისს იყო დაგეგმილი. სიგუა გამგზავრებამდე bm.ge-სთან ამბობდა, რომ ფესტივალზე დასასწრები ბილეთი, დაახლოებით, 1 000 დოლარი ეღირება.
როგორც გიორგი სიგუა აცხადებდა, ჰყავს სამხრეთ ამერიკელი პარტნიორები და ზაფხულის განმავლობაში GEM FEST-ის მექსიკასა და კოსტა რიკაში ჩატარებასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სიგუა GEM Fest-ის დამფუძნებელია.საქართველოში ჩატარებული ფესტივალის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით საკითხს ფინანსთა სამინისტრო სწავლობდა. თუმცა სიგუას მისამართით სხვადასხვა ბრალდებები არაერთხელ გავრცელებულა. გავრცელებული ინფორმაციით, სიგუა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის აქტიური სტუდენტი იყო და რექტორის არჩევნების პერიოდში განსაკუთრებულ ინიციატივას იჩენდა, მას საუნივერსიტეტო სივრცის დატოვება ვარდების რევოლუციის შემდეგ მოუწია.
გიორგი სიგუა საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოჩნდა, როდესაც 2013 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ-ის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, მანამდე კი საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე მუშაობდა.
https://primetime.ge/kolumbiashi-aghar-mish...JuHVnD7wYMOB-bU 2015 წელს გიორგი სიგუამ მუშაობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელა.
* * *
პეტრე კოლხი სადაა ნეტავ? :დდ
This post has been edited by jangula on 30 May 2021, 16:02