მოგესალმებით ბიჭებო! სულ ახლახანს ჩამოვაყალიბე ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის გუბნდი, 6 წლიდან 16 წლამდე. ბავშვები ძალიან კარგად გრძნობენ თავს ჩემთან და ძალიან მოსწონთ, მაგრამ საშინელი პირობებია ამ ეტაპზე და დავიტანჯე. ბავშვი, პატარა ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს პროფესიონალურ და ჯანსაღ სპორტულ გარემოს. თითო წვრილმანიც კი შეიძლება სავალდებულო იყოს და ა.შ.
1. სტადიონის რეაბილიტაცია
2. გასახდელი
3. ფორმა/ეკიპირება
ეს თემები მაქვს მოსაგვარებელი!!!
სერგომ დამაკავშირა სტადიონის თემაზე ხალხს და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო.
ნუ სავარჯიშო ინვენტარს, ავტობუსს და მსგავს თემებს, აქვე ვუმკლავდები.
პროექტის წერა დასრულების პროცესშია, მაგრამ მივმართე გამგეობა+ფედერაცია-ს და ერთი წელი უნდა ავარჯიშო + ერთი წელი ჩემპზე ათამაშო და მერე დაგაფინანსებთ 5 000(!!!) ლარითო ;დდდ
საშინელი ქვეყანაა, ვის ხელშია ქვეყანა და ვინები არიან თანამდებობებზე, მაგრამ არანაირად არ ვაპირებ უკან დახევას, მთავარია ბავშვებს მოსწონთ ჩემთან და დღითი დღე იზრდება მათი რაოდენობა...
ვისაც სურვილი გაგაჩნიათ, რომ ფინანსურად.დაგვეხმაროთ, ნებისმიერს შეგიძლიათ შემეხმიანოთ პირადში და მანდვე მოგწერთ ანგარიშის ნომერს. წინაწარ დიდი მადლობა ჩემი და გუნდის სახელით!!!