თავგადაკრული მემარცხენეა, მხატვრული ენით წერს, ინდივიდუალური სტილი და თხრობის მანერა აქვს. შაბლონური და ტრივიალური ტროპების გაცოცხლება, გადაკეთება და გამოყენება ოსტატურად შეუძლია.მე მომწონს.
ესენი მაქვს წაკითხული:
Bas-Lag series
1.Perdido Street Station - ასეთი ურბანული ფენტეზი არ წამიკითხავს, შეიძლება მეტი ასეთი არც იყოს. საოცრად მდიდარი და განსხვავებული სამყაროა, საინტერესო პერსონაჟებით. მრავალშრიანი სიუჟეტია, სუბსიუჟეტიც ერთზე მეტია. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი და ახლა რომ მახსენდება ისევ ცოცხლდება პირველად კითხვის გაოცება და აღფრთოვანება.
2.The Scar - სიუჟეტი აქ მეტად სწორხაზოვანია, რადგან მოქმედება ვითარდება ოკეანეში, გემებისგან შედგენილ არმადაზე. პერდიდოს მერე მითოსს უკეთ ვეცნობით, კლასობრივი წყობის განსხვავებულ ფორმებზე ბევრი ალუზია და კომერციალიზაციის საკითხეც და ა.შ.
3.Iron Council - თვითონ ჩაინა ამბობს რომ მესამე წიგნი საუკეთესოა, მაგრამ მე არ ვეთანხმები. ყველაზე მეტი დრო აქ ეთმობა მემარცხენე პოლიტიკას და მანდ შეცდა ჩემი აზრით, სიუჟეტი რამდენჯერმე გაექცა მაგ მიმართულებით. მაგრამ ფინალი აქვს ძაან ძლიერი, საბოლოო ჯამში მაინც კაია.
Looking for Jake - ეს მოთხრობაა ბას ლაგის ციკლიდან.
The City & the City - ეს პირველი წავიკითხე ჩაინასი. აღმოსავლეთ ევროპის, პერესტროიკის და სსრკ-ს რღვევის ამბები კარგად იცის და კარგადაც იყენებს აქ. ამით დაწყებას გირჩევთ, ჩაინას სტილს გაიგებთ და თხრობის მანერას. ბოლოსკენ არის პერსონაჟი ბუაძე (სადაც ქართველი არ იქნება

). სერიალი გადაიღეს სადაც ქართულ ანბანს იყენებენ. სერიალი არ მინახავს.
Kraken - ეს ყველაზე სახალისოა რაც წამიკითხავს ჩაინასი. მოკლედ მუზეუმიდან მოიპარავენ გიგანტურ სკვიდს ვიღაც სექტანტები და რაღაც აპოკალიპსზეა ლაპარაკი, და კიდე არის მაფია და მისი ბოსი

მეტს ვერაფერს გეტყვით.
Embassytown - სუფთა SF, შორეულ პლანეტაზე მიმდინარეობს მოვლენები, რომლის მკვიდრს არსებებს ტყუილის თქმა არ შეუძლიათ.
The Tain - ეს ისეთი პატარა ნოველაა ახლავე წაიკთხეთ და გაიგებთ რაცაა.
იმედი მაქვს ბას ლაგის ციკლი გაგრძელდება და ბევრ სხვა წიგნსაც დაწერს ჩაინა, დაანებოს პოლიტიკაც ცოტა ხანი თავი.