მე ლოგიკის ადამიანი ვარ, შესაბამისად ვერ მივიღებ რაღაც მოცემულობას, როგორც უპირობო ჭეშმარიტება. ისტორიის ანალიზისას ვგრძნობ უამრავ ნაყალბევს რომელიც პატარა ერის კომპლექსით ცვლის ისტორიულ მოცემულობებს, მინდა ორ საკითხზე შემოგთავაზოთ მსჯელობა ეს არის საქართველო მე-16 საუკუნიდან მე-19-მდე და მეორე ეს არის მე19 საუკუნიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე.
პირველი რაზეც უნდა შევთანხმდეთ ეს არის ტერმინი საქართველოს პირობითობა, იმიტომ რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო შედგა მხოლოდ 1918 წელს, მანამდე ამ ტერმინის გამოყენება წმინდა იურიდიული მნიშვნელობით არის არასწორი. ტერმინი საქართველო არ გვხდება არც დავითის არც თამარის ტიტულატურაში, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მინდა ყურადება გავამახვილო ფაქტზე რომ საქართველოს ისტორიაში შეცვლილია მნიშვნელობები, მაგალითად კახეთის და ქართლის მეფეები დანიშნული იყვნენ ირანიდან და ჰქონდეს "ვალის" (შაჰისნაცვლის) წოდება და "თურმე" დამოუკიდებლები ვიყავით. ცხადია რომ გეოგრაფიული დისტანცია ტრანსპორტირება და ირანის აზიატური მცონარება გამორიცხავდა ქართლის და კახეთის უშუალო პროვინციებად მიერთებას, მაგრამ ისიც დიდი სიბრიყვეა რომ ამ პერიოდის ქართველთა ისტორიას დამოუკიდებლობის რაიმე ნიშანი დაუტოვოთ. ქართლის და კახეთის მეფეებს დაუტოვეს სათამაშო გვირგვინი და სინამდვილეში შაჰის სამსახურში ჩააყენეს.

გადასაფასებელია ბაგრატიონთა ღვაწლიც. რანაირად მოახერხეს, სისხლით ნათესავებმა ქვეყნის სამად გაყოფა და 300 წელი ვერ შერიგება?! როგორ მოხერხდა რომ სამივე ოჯახი არ იყო დაინტერესებული ერთიანი სამეფოს აღდგენით? როგორ ვერ მოიძებნა პოლიტიკური ქორწინების ხერხი? უნდა დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, პროჭების ჯიში იყო და იმიტომ! გაბევრდნენ ეს ღორები და არც ერთს ეთმობოდა მეფობა. პოლიტიკურ ქორწინებას თუ უხსენებდი, ვინმე ჯოჯო იტყოდა: ეგ როგორ ქრისტიანული არ არისო, ჩვენ სამიდან ვისი შვილი იქნება მეფეო და ასეთ კალამბურებით იდეას სასაცილოდ აიგდებდნენ.
თავადების ღალატის რომ გიკვირთ, რატომ არ ითვალისწინებთ რომ ყველას ცალკე კავშირები ქონდა ჰეგემონთან, თავისი შემოსავლები, ხოდა ვინმეს თუ თავი გაუცხელდებოდა და საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა, ეშინოდა უმოქმედობის გამო ისიც შეთქმულად ან მოწინააღმდეგედ არ მიეთვალათ, ან კიდევ უარესი პირად შემოსავლები დაეკარგათ, ღალატის მაგალითებიც ამიტომ გვაქვს, თორე ისე სულ გაუგებარია რა ზიზღი რჯიდათ ამ აზნაურებს მტერს დამხვდურის ამბებს რომ ატყობინებდნენ. ქართველ ერში წინააღმდეგობაც სწორედ, ამ მიზეზით იყო, სახელმწიფოს იდეა გლეხიდან დაწყებული მეფით დასრულებული, არავის ესმოდა.
დამოუკიდებლობა მხოლოდ 1745 წ. აღვადგინეთ ერეკლეს სვეტიცხოველში კურთხევით და სწორედ ირანის მმართველობიდან გამოსვლის მცდელობას მოყვა გაუთავებელი ომები, ირანის პროვინცია ვიყავით, ხოდა ცდილობდნენ უკვე 300 წლის განმავლობაში მიერთებული მხარე არ დაეკარგათ. სწორედ ეს კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ, როცა ერეკლემ 1783 წელს რუსეთთან ტრაქტატი გააფორმა. პრობლემა იყო არა დემოგრაფიული კატასტროფა ან გამუსლიმების საფრთხე, ეს ყველაფერი აბსურდია, არამედ ერეკლეს ამბოხი ირანის წინააღმდეგ. ერეკლემ რუსეთ ოსმალეთის ომში ჩაერია, თუკი ირანი შუშის და ნახიჭევანის სახანოს დამორჩლებას დროებით შეეგუებოდა, იმიტომ რომ ამას მაინც პან-ირანული კონტექსტი ქონდა (თუმცა აჯი ჩალაბისთვის ეგეც ბევრი იყო), რუსეთის ომში ჩაბმა წარმოუდგენელი "თვითნებობა" გახლდათ , რუსეთის ომში მონაწილეობა სინამდვილეში იგივეა რომ აფხაზეთს რუსეთის ომში მიეღო მონაწილეობა. შეეცადეთ აბა გაიგოთ ირანული პერსპექტივიდან ერეკლეს ავანტიურა და მიხვდებით რატომ იყო ჰაერივით აუცილებელი ტრაქტატის დადება, იმიტომ რომ ირანული პერსპექტივით ერეკლე "ვლადისლავ არძიმბაა"!
აღა მაჰმად ხანის შლეგი აგრესიაც სწორედ აქედან მოდის, მარიკა ლორქიფანიძისეულ ისტორიის კითხვისას ვერ ვხვდებით საიდან ასეთი სიძულვილი, საიდან ამდენი ბოღმა, გინდა მიგახვედროთ?__ შუა საუკუნეები რომ იყოს და აფსუა აჯმაკუზების გაფარჩაკებაში ხელს არავინ გვიშლიდეს, წარმოგიდნენიათ რას ვუზამდით? იმათვის იგივე იყო ბიჭო იგივე! 1798 წელს მათ ამბოხებული ქალთ-კახეთი შემოიერთეს, იხილეთ პოლიტიკური რუქა 1801 წლისთვის ქართლკახეთი ისევ ირანის შემადგენლობაშია და ზუსტად ამიტომ, სწორედ ამიტომ გიორგი XII გადაწყვიტა ეფეშქაშა რუსეთისთვისს "სამეფო" რომელიც სინამდვილეში არც ქონდა, ოღონდ ჯამაგირი დამინიშნეთ და მოსკოვთან ახლოს მიწები მაჩუქეთო.
რუსეთს კი არ დაუპყრივართ, რუსეთში შევასწარით!.


მეორე საკითხი ეხება საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში. ჩემი აზრის ქართველი ერი ზუსტად იქ აღმოჩნდა სადაც გადარჩენის და განვითარების საუკეთესო პირობები იყო. მე-19 საუკუნის რუსეთმა ქართველ ერს ირანისგან განსხვავებით მეცნიერება, განათლება და ტექნოლოგიები მისცა. რომ არა თავადაზნაურთა კვოტა პეტერბურგის და მოსკოვის უნივერსიტეტში
ილია ჭავჭავაძე ისეთივე უცნობი დარჩებოდა როგორც მისი მოდგმა მე19 საუკუნემდე, არ შედგებოდა თერგდაულეულები, პირველი დასი მეორე დასი, მესამე დასი, სოციალისტ ფედერალიტები და ა.შ. აღსანიშნავია რომ ეს ეფექტი ისეთი ძლიერი და მყისიერი იყო რომ თავადაზნაურობას 1832 წელს ქართველი ერის დამოუკიდებლობის თეორიული ხედვა ქონდათ.
ქართველმა ხალხმა ცარიზმის შემადგენლობაში მოახერხა დემოგრაფიული აფეთქება. 1800 წელს 675 ათასი გახლდით, ხოლო 1897 წელს 1 929 049 აქედან ქართველთა რაოდენობა იყო 69.4%.
მხოლოდ ცარიზმის მმართველობის პირობებში ჩამოყალიბდა რეგიონში ეკონომიკა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მანამდე მეურნეობას ნატურალური ხასიათი ქონდა და სწორედ ამან განაპირობა ქართველი ხალხის აგრარული ხასიათი. მიუხედავად იმისა რომ ტიფლისი სატახტო ქალაქი იყო, მეფეები და დიდებულები წელიწადის მხოლოდ 3 თვეს ატარებდნენ. არც ესმოდათ ადმინისტრაციული ცენტრის მნიშვნელობა. დაძლეულ იქნა 300 წლიანი სამად დაყოფილი რეგიონი და მოეწყო ქუთაისი და ტიფლისის გუბერნიად.
შედგა ქართველ თავად აზნაურთა მარგინალიზაცია. მეეჭვება რომ ქართველ ხალხს, როდესმე მოეხდინა სოციალური რევოლუცია და ბატონ-ყმობა დაეგმო, ჩვენთვის რომ დაენებებინათ დღემდე ავიტანდით, თავად აზნაურთა პალატას უეჭველად შევქმნიდით. მეფის ხელისუფლების დამხობა ჩვენ არ გამოგვივიდოდა, იმიტომ რომ ყველაზე დედა მოტ..ული ბაგრატიონიც იქამდე მართავდა ქვეყანას სანამ სული არ ამოძვრებოდა, მხოლოდ დადიანებმა შეჰკადრეს ბაგრატოვნებს ბრძოლა, განა იმიტომ რომ მცონარება პატრიოტიზმით შეეცვალა, არამედ იმიტომ რომ, ტყვეების სყიდვა დამანებე და შენ საქმეს მიხედეო. ბატონ-ყმობა რუსეთმა მოგვაცილა, მას ჩვენ ვერასდროს მოვსპობდით, ამაში დარწმუნებული ვარ თუნდაც თანამედროვე ისტორიით, დღეს 21-ე საუკუნეში მოგვწყურდა ბატონი და დავმორჩილდით ყრმებად. წარმოიდგინეთ ქართული სნობიზმი თუ როგორ გადაიჯვამდნენ თავზე ეს "ცისფერ სისხლიანები",
ქართველმა ხალხმა მოახდინა ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონების კონსოლიდაცია და ჩვენ გავფართოვდით 1877 წელს სამხრეთ დასავლეთით: აჭარა, ტაო, კლარჟეთი შავშეთი...
დღეს წარმოგიდგენიათ საქართველო ბათუმის გარეშე? ჩემ ყ..ლეს ვეღირსებოდით აჭარას!
1918 წლამდე საქართველო სწორედ იქ იყო სადაც უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ 1918 წელს საქართველო დაიბადა. ქართველი ხალხი მზად იყო ინტელექტუალურად, ეროვნულად, აეშენებინა სახელმწიფო მაგრამ დაგვიპყრეს, ასე რომ როცა რუსეთს თითს ვადებთ, მისი დადანაშაულება მხოლოდ 1921 წლიდან უნდა დაიწყოს. სწორედ კომუნიზმი იყო ძალადობა, სწორედ იოსებ ჯუღაშვილი იყო მოღალატე, სწორედ სავოკი იყო ოქროს ურდო. კოლექტივიზაციას და ინდუსტრიალიზაციას მოყვა 1 საუკუნის განმავლობაში შექმნილი ინტელექტუალური და ჰუმანური რესურსის განადგურება. გადაასახლეს 100 000 ობით მოქალაქე. და 1941 წელს ჩაგვთრეს რუსეთის ომში! საქართველო იყო ოკუპირებული სავოკის მიერ და ოკუპანტმა დაპრყობილი ხალხი გარეკა ფრონტზე. ის ვინც ფიქრობს რომ საქართველო ამით სახლს იცავდა. ცდება, ამით იცავდა მხოლოდ ოკუპანტის, ხელისუფლებას. იქ დაღვრილი თითოეული სისხლის წვეთი არის მტრის გადასარჩენად გაღებული მსხვერპლი.
ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდებოდა საქართველოს ისტორია რომ გაგვეგრძელებინა დამოუკიდებლად განვითარება. მეოცე საუკუნის 60-70 იან წლებში საქართველო კი იქ აღმოჩნდა სადაც უნდა ყოფილიყო. ისტორია გვიმტკიცებს რომ ოკუპაციასაც ყავლი გასდის, მით უმეტეს როცა ოკუპაციით კმაყოფილია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და მეტიც სწორედ ამ უმრავლესობას არც კი ესმის რომ ოკუპირებულია. საბჭოთა სტაგნაციის საქართველომ მნიშვნელოვანი სარგებელი ნახა მეცნიერების, განათლების, ტენოლოგიების, იფრასტრუქტურის კულტურის მოწყობის საქმეში.
დღეს საქართველო სწორედ იქ არის სადაც უნდა იყოს, ანუ დამოუკიდებელია. იმიტომ რომ რუსეთს საქართველოსთვის არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, ამიტომ საქართველოს მომავალი უკავშირდება დასავალურ კოალიციებს, იმიტომ რომ ტექნოლოგიები და მეცნიერება სწორედ იქ არის, რუსეთი კი ტვინისგან იცლება, პრორუსულობა ნამდვილი უაზრობაა, მას არც ერთი არგუმენტი არ აქვს.
თუ დავაკვირდებით საქართველოს ისტორიას, ეს არის არა ბრძოლის არამედ სხვების გამოყენების ისტორია. ბრძოლას თავისი ფუნქცია ჰქონდა, სწორედ ამით მოვახერხეთ სხვების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხევაში ერთხელ შეუღლებულები ბოლომდე ვუერთგულებდით. საქართველოც ჩემი აზრით უფრო ქალია ვიდრე კაცი. ზოგჯერ ძალით იმორჩლებდნენ და საჭირო მომენტში სხვასთან გარბის, ზოგჯერ მდიდარი ქმარით სარგებლობს და ცხოვრებას იწყობს.
ეხლა თვალი ამერიკელ და ევროპელ კაცებს დაადგა, მაგრამ რაღაც ვერ არის ფორმაში, ქუცურ საქარველოს პეწი დააკლდა ვერ მოხიბლა, ვერ შეიტყუა ვერც ერთი.
This post has been edited by mepar on 20 May 2021, 23:36