ჰესის ერთერთი კრიტიკა არის, რომ ხელშეკრულებაა კაბალური, რომ ჩვენ ხარჯზე "მილიონებს" აკეთებენ და ჩვენ კაპიკებს გვიგდებენ. ვნახოთ თუ შეესაბამება ეს სიმართლეს. კერძოდ, ვნახოთ ამ ხელშეკრულებით რა მოგებას ნახულობს ენკა, ანუ ინვესტიციაზე რამდენპროცენტიანი სარგებელი გამოსდის. თუ გამოგვივა, რომ ძალიან მაღალ მოგებას ნახულობს, ვიტყვით, რომ კაბალურია, თუ არა, არა. კარგი ისაა, რომ ამის (თითქმის) ზუსტად დათვლა შეგვიძლია.
შედარებისთვის, ამერიკის საფონდო ინდექსი 2020-ში 18.4%-ით გაიზარდა. 2010-2020 წლებში საშუალო მოგება 13.6%. ტესლას აქციები 2019-ში 25.7%-ით გაიზარდა, 2020-ში 743%-ით.
ვნახოთ ენკას რა მოგება აქვს ამ კონტრაქტით(tl;dr მოგება არის ძალიან დაბალი).
მოცემულობა ასეთია:
(რიცხვები აქედან ავიღე
https://gedf.com.ge/project/23-namakhvanis-hesebis-kaskadi )
1. ინვესტიციის მოცულობა $800 000 000
2. ენერგიის გამომუშავებას იწყებს 5 წლის მერე
3. წელიწადში გამოიმუშავებს 1500 გგვტ/სთ, ანუ 1 500 000 000 კვტ/სთ
4. კვტ/სთ ღირებულება 6.2 ცენტი ანუ $0.062 პირველი 15 წლის მანძილზე
5. 15 წლის მერე ფასი საბაზრო
6. ყოველწლიური მიმდინარე ხარჯები $10 000 000+
ამ ჩამონათვალიდან 5-6-ის გარდა ყველა ზუსტად ვიცით. 15 წლის მერე საბაზრო ფასი არ ვიცით, მაგრამ ვივარაუდოთ რომ არის 10 ცენტი, ანუ $0.1. 6-ში შედის გადასახადები, რაც 30 მილიონ ლარს ახსენებდნენ ამ ფორუმზე, პლიუს ხელფასები, ცვეთა და ა შ.
ვიანგარიშოთ ასე, დავუშვათ ეს 750 მილიონი ნასესხებია და ვნახოთ მაქსიმუმ რა პროცენტში უნდა იყოს ნასესხები, რომ პროექტი მაინც მომგებიანი იყოს.
შემოსავალი პროექტიდან პირველი 5 წელი არის 0, შემდეგი 15 წელი არის 1 500 000 000 * 0.062 = 93 000 000. 15 წლის მერე არის 1 500 000 000 * 0.1 = 150 00 000.
დავუშვათ ფული ნასესხებია 10%-ში, მაშინ პირველ წელს ხარჯი არის 800 000 000 * 0.1 +10 000 000 = 80 000 000 + 10 000 000 = 90 000 000. მომდევნო წლებში ეს შეიცვლება იმის მიხედვით ვალი გაიზრდება თუ შემცირდება. პირველი 5 წელი გარანტირებულად გაიზრდება, რადგან ჰესს ამ დროს ჯერ გამომუშავება არ ექნება დაწყებული.
ანგარიში შეგიძლიათ თავად ჩაატაროთ, პასუხი არის ის, რომ 10%-ში თუა ნასესხები, პროექტი წამგებიანია. 8%-ზე მეტზე უკვე აღარაა მომგებიანი. 8% არის ძალიან დაბალი მოგება, როგორც ზემოთ ვთქვი, შეგიძლია ამერიკულ აქციებში ჩადო ფული და თითქმის 100% გარანტიით უფრო მეტი მოგება გექნება. თან ეს გექნება სახლიდან გაუსვლელად, არც არაფრის აშენება დაგჭირდება და არც ხეობების მცველებთან მკლავჭიდი.
ეს შედეგი დამოკიდებულია 15 წლის მერე საბაზრო ფასზე, რომელიც შეიძლება 10 ცენტზე მეტი იყოს და მაგ შემთხვევაში ენკას მოგებაც გაიზრდება, მაგრამ მაგ შემთხვევაში მით უმეტეს გვჭირდება ახალი ჰესები.
მოკლედ, ვიღაცისთვის შეიძლება ნებისმიერი ხელშეკრულება კაბალური იყოს, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით ეს უფრო მინიმალურ პირობებს გავს რაზეც ენკა დათანხმდებოდა. ჩემთვის, ამ პირობებსაც რომ დათანხმდა ეგეც გასაკვირია.
პს
თუ ან მოცემულობაში, ან გამოთვლებში რამე შემეშალა, მითხარით და შევასწორებ. ყოველ შემთხვევაში წინასწარგანზრახვით ტყუილი არ დამიწერია.