საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ და ეწოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია სოციალ-დემოკრატი ნოე რამიშვილი, რომელმაც ამ თანამდებობაზე 1918 წლის 23 ივნისამდე დაჰყო. სწორედ ნოე რამიშვილი იყო საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარე და არა ნოე ჟორდანია, როგორც ამას დღეს ანშლაგით აფრიალებენ. ჟორდანია-ჯუღელის ტანდემმა აიძულა ის გადამდგარიყო და ამის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა ნოე ჟორდანიამ, რაიც საბედისწერო აღმოჩნდა ახალგაზრდა საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკის მერმისისათვის.
ხელისუფლების იძულებით შეცვლაზე მიუთითებს მემარცხენე სოციალ- დემოკრატ რაჟდენ არსენიძის სტატიაც, რომელიც დაიბეჭდა 1961 წლის ოქტომბერში, პარიზში გამომავალ ჟურნალ “ბრძოლის ხმაში”.
გენერალი კვინიტაძის თქმით: “ვალიკო ჯუღელი რამდენჯერმე შემოვარდა მთავრობის სხდომაზე ყვირილით, გვარდია არავითარ მთავრობას არ დაემორჩილება, თუ მისი თავმჯდომარე ნოე ჟორდანია არ იქნებაო. არადა, საკმარისი იყო ნოე რამიშვილს ჩემთვის ეთხოვა და მეორე დღითვე მივართმევდით გვარდიის გაბაწრულ გენერალურ შტაბს… გვარდია ამით დაიშლებოდა. მთავრობის გადატრიალებას მაშინ ვეღარავინ შეძლებდა. სულ იმას ვფიქრობ, რატომ არ მთხოვა ეს ნოე რამიშვილმა”
ჟორდანია რამიშვილისაგან განსხვავებით ბოლშევიკების მიმართ მეტად ლოიალური იყო. ხშირად ხდებოდა ის, რომ ნოე რამიშვილის მიერ დაპატიმრებულ ბოლშევიკებს ჟორდანია სატუსაღოდან ათავისუფლებდა.
ხდებოდა საბოტაჟი არმიაში, რომელსაც ფარულად თუ აშკარად უძღვებოდა ჟორდანია-ჯუღელის ტანდემი. ამის შესახებ შემდგომ წლებში ბევრი მოღვაწე წერდა, მათ შორის თვით მენშევიკებიც.
ნოე რამიშვილის მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ძლიერ ანტიბოლშევიკურ საქმიანობასთან, ამიტომაც მას განსაკუთრებით აღიზიანებდა ნოე ჟორდანიას მეტისმეტად ჰუმანური დამოკიდებულება ბოლშევიკებისადმი.
ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილს შორის კიდევ ერთი სერიოზული კონფლიქტის მიზეზი 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება გახდა. ეს ხელშეკრულება დაიდო და მისი ტესტირება განხორციელდა ნოე ჟორდანიას ინიციატივით. მან ამ საქმეში, რა თქმა უნდა, დაიხმარა საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი (შემდგომში მთავრობის სხვა წევრებთან გეგეჭკორი აღიარებდა, რომ ეს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთა). როგორც ჩანს, ჟორდანია მართლაც დიდ იმედებს ამყარებდა ამ ხელშეკრულებაზე. ის სჭირდებოდა, რათა საერთაშორისო საზოგადოებას ეღიარებინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რაც არ მოხდებოდა რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე.
შს მინისტრი ნოე რამიშვილი ხელშეკრულებას უარყოფითად აფასებდა, მიაჩნდა, რომ საბჭოთა რუსეთს იგი ცალმხრივ უპირატესობას ანიჭებდა. განსაკუთრებით აღელვებდა საქართველოს კომპარტიის ლეგალიზაცია და პატიმრობიდან ბოლშევიკ დამნაშავეთა გათავისუფლება. რამიშვილის აზრით, მართალია, საქართველოს კომუნისტური პარტია ძალიან სუსტია, მაგრამ ასეთი სუსტი პარტიაც, როცა მას ისეთი ძლიერი მფარველი და მხარდამჭერი ჰყავს, როგორიც საბჭოთა რუსეთია, საქართველოს რესპუბლიკისთვის წესის ასაგებად სავსებით საკმარისი იქნებაო.
1920 წლის 7 მაისის “სამშვიდობო ხელშეკრულება” დაიდო ისე, რომ ნოე ჟორდანიას მითითებით, მთავრობის დანარჩენი წევრებისა და მათ შორის რამიშვილისთვისაც ბოლო დრომდე იგი საიდუმლოდ რჩებოდა. ნოე რამიშვილმა ამ ხელშეკრულების შესახებ გაიგო პრესაში მისი გამოქვეყნების შემდეგ, რამაც მისი დიდი გულისწყრომა გამოიწვია. აი, როგორ აღწერს ამ ფაქტს ნოე რამიშვილის დის შვილიშვილი გოლა ხვედელიძე: გაცეცხლებული ნოე რამიშვილი პირდაპირ მიიჭრა ნოე ჟორდანიას კაბინეტში (იქ მას დახვედრია თავისი მეგობრები სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ხომერიკი და გრიგოლ ლორთქიფანიძე). ნოე რამიშვილს თავი ვერ შეეკავებინა და პირდაპირ მიუხლია ჟორდანიასთვის: ეს რა გაგიკეთებია, საქართველო დაგიღუპავს, ელოდე ორ-სამ თვეში საქართველოს გასაბჭოებასო. მერე როგორ დაეთანხმე რუსეთის საელჩოს 400 თანამშრომლის მიღებას, საქართველო 400 გამოცდილ ჯაშუშსა და დივერსანტს ლუკმად არ ეყოფაო.
ნოე რამიშვილის შიში, რომ ხელშეკრულება საქართველოსთვის დამღუპველი იქნებოდა, სრულად გამართლდა. სულ მალე, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთმა განზრახვა სისრულეში მოიყვანა.“
პ.ს
გილოცავთ 26 მაისს, მრავალ ათას წელს აღნიშნულიყოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოში მტრების გულის გასახეთქად.
ისე მაშინაც კაი ხვითოები ყოფილხართ
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გილოცავთ ამ შვენიერ დღეს და გისურვებთ წარმატებებს !
დიადი მაოს გული თქვენთანაა
This post has been edited by მაოძედუნი on 26 May 2021, 01:31