(საზის ხმაზედ იმღერება) ლექსი, რომელიც წარმოთქვა მელექსე აიკაზ ბეროევმა
ხაფოს სიკვდილზე
========
დამენახე, რა დარდები გიქნია, „პაჟალუსტა“ სულ ტყუილად მითქვია, ციხე თათრის
გალავანში გელოდი, არ მოხველი – არაფერი მითქვია.
შარია, თუ არეული ფიქრია?
შორიდანვე ამოგიცან ვერაგი, გამოგაძრე ტანსქვემოდან ქვეშაგი, ყველაფერი
გულთმისნისა გითხარი, დაგისახე როგორც ავი ეშმაკი.
შარია, თუ არეული ფქრია?
აღარ მოვალ, ვსო, გათავდა ერთობა, საყვარელი საყვარელს არ ენდობა, რად არ
მითხარ, თუკი აღარ გინდოდი, მოველოდი შენგან ცეცხლის შენთობას.
შარია, თუ არეული ფიქრია?
მორჩა, წახველ, სხვა ეძებე ვარია, ჩემთვის ახლა უკეთესი დარია, ვერ შაიშნე,
ნაჩუქარი გვირაბი, მოიგონე შენთვის ეკალ-ნარია.
შარია, თუ არეული ფიქრია?
ქუჩაშიაც, გამოისმის ძახილი, არ აღმართოს არავინაც მახვილი, ასე არი, გულში
დაგრჩა ბებუთი, დაგიქვრივდა მეკურტუმე ნახირი.
შარია, თუ არეული ფიქრია?''
-----------
ხელები შორს, გურამისგან !!
This post has been edited by borjgali1964 on 27 May 2021, 19:43