ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობაში ხელისუფლება ხარჯავს 560 მილიონ დოლარს
ეს გზა საქართველოს მოსახლეობას დიდად არაფერში არ სჭირდება, ეს პირველ რიგში სჭირდება სომხეთს, ვინაიდან ძველი გზის ხშირი ჩაკეტვების გამო, სომხური ტრაილერები დგანან დღეები და კვირეები, რა დროსაც უფუჭდებათ პროდუქტი და იგვიანებს ტვირთის მიწოდება.
ამაში სახელმწიფო იხდის 560 მილიონს, რომ საქმე გაუკეთოს სომხეთს, ასევე უფრო დამოკიდებული გახადოს ქვეყანა რუსეთზე, ვინაიდან ეგ ახალი გზა უფრო მოთხოვნადი გახდება უფრო დაიტვირთება.
ხოლო როდესაც საუბარია ნამახვან ჰესზე, სადაც ხალხი რეალურად მიიღებს სარგებელს თუ ამას ააშენებდა სახელმწიფო, სახელმწიფო არ ხარჯავს ფულს და არ აშენებს, არ სესხულობს ფულს ჰესის ასაშენებლად და ამ რესურსებს მთლიანად ჩუქნის კერძო კომპანიას, რომელიც შემდგომ სესხულობს ფულს, აშენებს ჰესს და უნდა იშოვოს მილიარდები ასევე ჩვენი ქვეყნის ხარჯზე
შემდგომ ამას სახელმწიფო ეძახი ენერგო დამოუკიდებლობას, რუსეთისგან დამოუკიდებლობას და სახელმწიფო ინტერესს
ჰესი აეშენებინა სახელმწიფოს, ხოლო ეგ კობის ახალი გზა კერძო კომპანიას?
რატოა ესე უკუღმართად გაკეთებული ყველაფერი?
გაეხადა ეგ გზა ფასიანი შემდგომ კერძო კომპანიას და გადაეხადათ იმ სომხეთის ტრაილერებს გადასახადი მაგ გზაზე გავლისას
სადაც მოგებაა და სადაც მილიარდების შოვნა შეიძლება იმას კერძო კომპანიებს ჩუქნიან და აძლევენ, ხოლო სადაც არანაირი მოგება არაა იმას სახელმწიფო იღებს თავის თავზე, მოსახლეობას ტენის ახალ ვალებს და უარს აცხადებს მოგების მიღებაზე
ამ ყველაფერს უკვე ისე მიაჩვიეს ხალხი, რომ ესეთი მიდგომა საქმისადმი აქციეს ნორმად და ხალხი რამე განსაკუთრებულს ვეღარ ხედავს ამ გაუკუღმართებულ მიდგომაში.
ნორმა გახდა უკვე ის, რომ ჩინოვნიკებმა კორუფციული გზით უნდა მისცენ კერძო კომპანიებს რესურსები და ყველანაირი ხელშეწყობა რომ მათ იშოვონ მილიარდები და შემდგომ ესენი გაიყვანონ წილში, ხალხი იმ დონეზე მიეჩვია ამ ყველაფერს რომ ეს ჰგონიათ სწორი და ჩვეულებრივი ამბავი.
სინამდვილეში კი ეს არის ზუსტად ის მიზეზები, ქვეყანა ვერა და ვერ რო ვითარდება და ყველანაირ სტატისტიკაში ბოლო ადგილები რო უკავია.
დღევანდელი პოლიტელიტის 95% არის კორუმპირებული, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე გაუმაძღარი ღორი, რომელიც აქეთ ხალხს ემუქრება და ამუნათებს, თუ ხალხი მის შემდგომ კორუმპირებულ სქემას არ იწონებს, ან პროტესტს გამოხატავას.
ხალხიც გადასულია ერთმანეთის ჭამაზე, მაგ კორუმპირებული ღორების გულისთვის ხალხი ერთმანეთს აგინებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს და მზად არიან ერთმანეთი დაგლიჯონ
რაზე იშლით ნერვებს, რაზე აყენებთ შეურაცხყოფას ერთმანეთს ვიღაცა ღორების გამო, იმის მაგივრად გაერთიანდეთ და ყველა კონკრეტულ პროექტზე და ნაბიჯზე ერთობლივად მოითხოვოთ ქვეყნისთვის სასიკეთო და მომგებიანი გადაწყვეტილება