არსებული თემა, რეალურად, პრეზენტაციის ანონსია.
43 წუთიანია, გახარ თვალითხაროვიჩმა 37 წუთი იბაზრა.
https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/vid...573358500302178(რადგან ზოგიერთები შტერები არიან, ფბ ვიდეოს ჩასმა არ გამოდის, იგივეა რაც იუთუბი, მაგრამ გინება/ქება თუ მოგინდათ

)
ქვეყნის მთავარ გამოწვევებად დასახელდა:
1) სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები (კაკ რაზ პროკურატურის დღეა

)
2) მათდამი საზოგადოების უნდობლობა
3) სოციალური დაცვის მექანზმების ნაკლებობა
4) განათლების რეფორმა
5) სიღარიბე და უმუშევრობა
ამ პრობლემების მოგვარების გარეშეო „ჩვენ სამართლიან და ძლიერ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ“.
ისეთებიც იბაზრა, რაც მე ვერ მოვტვინე, მაგრამ, იქნებ თქვენ შეძლოთ:
ა) სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თანაბარი წვდომა „ქვეყნის შესაძლებლობებზე“ (ტენდერების ხერხვა?

) „ქვეყანაში, რომელიც აშენებს დეოკრატიას, შეუძლებელია, არსებობდეს პრივილეგირებული კლასები. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა“
ბ) დემოკრატია ქაოსი არააო (მოგეხსენებათ, არც ლოიოს ჭამა)
წინამორბედის აშნებულს რომ ანგრევ - სირობააო.
ქვეყნის ოკუპაციაზე ან ევროატლანტიკურ განვითარებაზე - რა გვაქვს საკამათოო
ჩვენი ბრძენი ამომრჩეველი, პოლიტიკურ კლასზე ბრძენიაო.
ქოცობამ გააფრინაო მელიას თემაზე, ხალხისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, ოპო პარტიის ლიდერის დაკავებაზე ჩუკენობდნენო.
მნიშვნელოვანიაო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რისთვისაც საჭიროა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოო...

ქოცები "მიღწევებს" 10-12 წლიან მაჩვენებლებს ადარებენო, რაც სირობააო.
ცოტა ჩემი ბრალიცააო.
ქოცები პარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებდნენო და ასე აღარ შემეძლოო, მაგიტომ გადავდექიო. (რა თქმა უნდა ჩემი ბრალიცააო

)
მოგეხსენებათ, გახარიას ბოლო IRI-ს კვლევით 65% მოწონების რეიტინგი აქვს, ანუ, ყვლეაზე "კაი ტიპია" პოლიტიკოსებში, 2019-ის ივნისის ამბების მიუხედავად.
ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას რომ მაგხელა პოლიტიკური რეიტინგი აქვთ, მაგ. იხილე ბაქრაძე, რომელსაც ყოველთვის 40%+ ჰქონდა, მაგრამ იგივე საპრეზო არჩევნებზე 10%-ს ძლივს გადააგორა.
პროგრამაც გვაქვსო, მაგარი, სისტემურ-რეფორმურ-გეგმებითო, ნელნელა მოგახსენებთო.
სახელმწიფო ბიუროკრატი უნდა იყოს უპარტიოო, რა უბედურებაა, სახმოხელეების ქოციზაციაო, ჩიჩილაკის თავის კოლოფში ქინძი დავთესეო. (ნუ, მე ასე გავიგეო)
ბატონ გახარიას ბექგრაუნდიქოცებში:
2021-ის დასაწყისში გადადგა პრემიერობის პოსტიდან (მელიას ამბები)
2019-ის შემოდგომაზე დაინიშნა პრემიერად
2017-ის ბოლოდან იყო შშს-ს მინისტრი
2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე მსახურობდა.
2014-2016 წლებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო ეკონომიკურ საკითხებში.
2013-2016 წლებში მას ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა ეკავა.
მანამდე:
1994-2013 მოსკოვში "მოღვაწეობდა"
მათ შორის 1994-1999 წლებში "პოლიტიკურ მეცნიერებას" სწავლობდა
2004-ში გახდა მოსკოვის ბიზნეს სკოლის მაგისტრი
2006-2009-ში ლექციებს კითხულობდა
ისე, კერძო სექტორში:
2004-2008 - SFK Group-ის დირექტორი
2008-2013 - Lufthansa-ს ერთერთ კანტორაში, ისევ დირექტორი
იტოგში, მისი ვაი გუნდის წარდგენის ფონზე, კაი პრეზენტაცია გააძრო, სწორი გზავნილებით.
პრინციპში, ისეთებით, რომ რთულია არ დაეთანხმო.
რალურად იგივეს ამტკიცებს, რაზეც გაერთიანებული ოპოს კონსენსუსიც არსებობს.