მართალი რომ გითხრათ დავიღალე ამ შპილკაობით, ერთმანეთისთვის ფეხის დადების ყურებით. გულზე მჯიღს რომ იცემენ თან ერთმანეთს რომ უძვრებიან. კაცს რაც უფრო მაგრა ეხერხება გაძვრომა და შეძვრომა ("გახოდვა") მით უფრო წარმატებულია ამ ქვეყანაში. თითზე ჩამოსათვლელია ხალხი რომელიც სამართლიანი თამაში წესებით თამაშობს წარმატებულია და ბედნიერია.
საერთოდ როგორიც არის "ვერხუშკა" ისეთივე მესიჯები მოდის ქვედა დონეზე და ისევე იქცევა მოსახლეობაც. (პირიქითაც შეიძლება ითქვას როგორიც არის ძალაუფლების წყარო (ხალხი) ისეთივე მმართველებს წარმოშობს)
მაგრამ ხომ შეიძლება მოხდეს გამონაკლისი და ჩვენთვის სასურველი ლიდერი გადმოგვიგდოს ციდან ღმერთმა?
ქვეყნის პატიოტი,
პატიოსანი,
სამართლიანი,
პრინციპიული,
დემოკრატიული ღირებულებების დამცველი,
განათლებული, (კარგი იქნება თუ ჰარვარდის ან სხვა რომელიმე წამყვანი უნივერსიტეტი ექნება დამთავრებული)
პროფესიონალი,
შრომისმოყვარე,
მომთხოვნი
კაი შესახედი,
დახვეწილი მანერებით.
ვინ გეგულებათ ასეთი? გყავთ ვინმე სანაცნობოში? ან არსებული პოლიტიკოსებიდან ვენმე გვყავს ასეთი? თუ ისევ ბაზალეთის ტბის ძირას უნდა ვეძებოთ?