#57965987 · 1 Jun 2021, 15:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნამახვანის თემაზე არ ვიცი გაიჟღერა თუ არა ამ ვერსიამ და მე რომ გავაჟღერო, არც არაფერი დაშავდება.
ნაცსიმპატიას ვერავინაც ვერ დამაბრალებს, პირიქით, ოცნებას ვუჭერდი მხარს ნათელ (ან ბნელ) წარსულში.
თუ ბიძო და სასტავი ღრუსეთიდან მართულები არიან, რატომ არ შეიძლება ნამახვანჰესის პროტესტისთვის ხელი შეეწყოთ? ხელოვნურად დაეძაბათ სიტუაცია, მოლაპარაკებებზე დაეპაშოლებინათ აქციის მონაწილეები სიტუაციის გასამწვავებლად, ფარულად დაეფინანსებინა აქცია ან გავლენის აგენტების მეშვეობით აეგორებინა პროტესტი (ღრუსეთი ამას ისედაც აკეთებს, სავარაუდოდ).
გავიხსენოთ: მოსვლისთანავე გააჩერა შემოვლითი რკინისგზის მშენებლობა; თავად რკინიგზა რა დღეშია, ზარალი ზარალზე აქვს იმ ორი სირთავას მერშვეობით; ანაკლიის პორტის მშენებლობა დაატორმუზებინა (სხვა საქმეა, ერთი-ორი პუნქტის არ მოწონება ხელშეკრულებაში); ახლა კიდე ნამახვანი და კომპანია. პლიუს მაგას, არ დაგავიწყდეთ, რომ სხვა ინვესტორებიც აკვირდებიან აქ მიმდინარე პროცესებს, რაც ასევე ძალიანაც ურტყამს ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
--------------------
HOMO HOMINI LUPUS EST
|