თუ წინააღმდეგი არ იქნებით პატარა ტვინს გაგიბურღავთ იმ იმედით რომ არც თქვენ დამინდობთ საპასუხოდ
სამყაროს მოწყობის ვერსია რომ ვთქვი, ბევრი მიფიქრია... უბრალოდ გონების ვარჯიში
არ არის მაგრამ... დავუშვათ ეს ლეგენდა რეალობაა, რა და როგორი შეიძლიბა იყოს ამ და ასეთი განვითარების მიზეზი და დინამიკა ფიზიკა ანუ
მერე გამახსენდა ერთიანი ველის თეორიის შექმნის მცდელობები... და ესეთი უგუნური პაზლი გამეძრო
სიტყვაზე იყო მიღებული ცოდნა ეთერზე, მავანმა არაფრის დიდებითო და გაანულეს, მერე აღმოჩნდა, რომ არც ესე მარტივადაა საქმე და არათუ რსებობს, თურმე სიცარიელე არ არსებობს ისევე როგორც დრო(მაინც რას ერჩოდნენ ამ ეთერს ვერ გავიგე, რადგან მისი ნაწილაკის სავარაუდო ზომის დიაპაზონში ჯდება ყველა ეს კვარკები და მათი დამქაშები - სახელი და დეტალიზაცია გამოიცვალა მხოლოდ შინაარსი იგივე დარჩა)
ხოდა ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა

გონებაში გამინათა - ეს პირველი ამოსუნთქვა თავისუფლად შეიძლება იყოს რხევა - ვიბრაცია. უძრავ ოკეანეში - ეთერში, იწყება რხევა ელემენტარულ დონეზე(ანუ ყველაზე დაბალი თუ მცირე მატერია რაც არსებობს. ასეთი რხევა აუცილებლად გამოიწვევს სხვადასხვა პროცესებს.... ვთქვათ დინებებს, რომელიც თავის მხრივ გადაეცემა უფრო დიდი ზომის ელემენტარული მატერიისგან შემდგარ მასას, ან სულაც ამ რხევის პროცესში ერთიანდებიან ჯგუფებად და უფრო მაღალ მატერიას ქმნიან, თავისი რხევის დიაპაზონის დაუკარგავად... ასე ვთქვათ ერთიან ქსოვილში ერთდებიან და ა შ და ა შ 6ჯერ თუ 7ჯერ აღარ მახსოვს რომ არ მოგატყუოთ
სხვადასხვა ზომის მატერიის რხევა ნოტის ვარიანტში მეორე ნოტას ედება და ერთად სიცოცხლის - არსებობის ჰანგებს ქმნის... და მერე ეგება კვანტური გამოვლინებებიც რამენაირად აიხსნას... სიტყვაზე ველი - ნაწილაკის ტრანსფორმაცია, ელექტრო მაგნეტიზმის ბუნება თუ არა მიზეზი მაინც, აქვე გზადაგზა მეწევა იდეები

შავი მატერიის ბუნება - იგივე ეთერი ოღონდ უძრავ მდგომარეობაში, ბოლო ბოლო ამხელა სივრცეზე გაშლა გავრცელებას(რხევა მაქვს მხედველობაში) ნიუანსები ენება და სავარუდოდ ამ ლეგენდის მასშტაბიდან გამომდინარე აურაცხელი დრო დასჭირდება სივრცის სრულად შევსებას... თუ რხევაა სათავე იმის გამო რომ საუბარია ყველაზე! მცირე ნაწილაკზე, მისი სიმცირის და შესაბამისად შესაძლო რხევის არანორმალურად მაღალი ამპლიტუდის გამო თავისუფლად შეიძლება გვეგონოს რომ სიტყვაზე ელექტრონი ყველგანაა ერთდროულად. სინამდვილეში კი უბრალოდ რეალში იცვლება პოზიცია არაფიქსირებადი სიჩქარით
კარგი იქნებოდა სიმართლე რომ იყოს,
და კიდევ უკეთესი თუ მცოდნე შემომყვება დიალოგში და დამავარცხნიებს ან დამაშლევინებს პაზლს, ან სულაც თავის პაზლს გამანდობს... ძალიან მოწყენილად ვარ
chipmunck*სალამი
მიმაჩნია, რომ ინტუიცია ყველაზე დაუმსახურებლად დაუფასებელი თვისებაა.
ადამიანის სასიცოცხლო პროცესების ერთობლიობა რომ წარმოიდგინო გაოცებას მიეცემი იოლი ნათქვამია ისეთ რთულ, კომპლექსურ და გაუგებარ, აბსოლუტურად რობოტირიზებულ ქარხანა კომბინატში მოხვდები რომელთა ერთობლიობიდან(პროცესების) ერთიც კი არ გვაქვს გააზრებული... სიტყვაზე სუნთქვის პროცესი რომ გააზრებულ მეს გადმოაბარო ელემენტარულად გაიგუდები... და რატომ არ შეიძლება ამ რთულმა კომპიუტერმა შიგა და შიგ ჩვენთვის უცნობი და გაუაზრებელი მიზეზის გამო ასე ვთქვათ ძვალი გადმოგვიგდოს სიტუაციის დათვლაში ინტუიტიური ცოდნის სახით
დიდი დაკვირვება და შესწავლა უნდა სხვადასხვა მიღებულ მიუღებელი რაკურსით რომ ჩაწვდე მუშაობის მექანიზმს საერთოდ თუ შესაძლებელია ესეთი რამ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა არა მგონია შიგნით მიმართოს ადამიანმა ძალები გარეთ უფრო იოლი და გასართობია. მოკლედ სამყაროს ალბათ კაკალ კაკალ გადავითვლით და გონება კი მაინც დიდი ხანი დარჩება ამოუხსნელ გაუგებარ ფენომენად
რავიცი ესეთი შეგრძნება მაქვს სამწუხაროდ
* * *
უპს პირველი ნაწილი ამ პოსტის თემაში ამრევია
* * *
რამდენიმე დიდი პოსტი გამოვაცხე, წავშალე,ისევ გამოვაცხე, ისევ წავშალე და მოწყენილობაც გაიფანტა რადგან ამ წერა კითხვაში და სამყაროს მოწყობის დალაგებით გართობაში აბსურდის ფსკერს გავცდი... არადა სახალისოა და მოაქვს და მოაქვს... დროზე თუ არ გადავერთე თემიდან შეიძლება მანგის გამოცხობაზეც კი ვიფიქრო
გამიმართლა რომ ზარმაცი ვარ
გაიხარეთ
* * *
ისეთი განცდა მაქვს რომ მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი თახვის დღეა... და მივედ მოვედები ხავსს და ტუტუცობებს ვიგონებ და ათასი სხვა ხრიკი მაგრამ მაინც არ მშველის
ასე ვთქვათ ჭადრაკულ მდგომარეობაში ვარ

ცუგცვანგ
- ია ია იხ ბინ მუსკულატურა ცვაგენ... მიშველეეთ გავაფრინე რამე კარგი სიახლე დადეთ სადმე ან წამალი მირჩიეთ ან თოფი მესროლეთ
წავედი წავედი სანამ ჩემი სნეულება თქვენზე გადმოვიდა... ეგება გადამდებია რაიცი და თქვენ რაღას გერჩით
This post has been edited by mazila on 22 Jul 2025, 12:57