მყავს მეოთხე თაობა ტოიოტა 4Runner. ეს ბოლო ორი კვირაა წვიმის დროს დაიწყო მძღოლის მხარეს ხალიჩის დასველება. მეგონა ლუქის დრენაჟების ბრალი იყო და ტყუილად ვეჩალიჩე ორი დღე. ბოლო-ბოლო აღმოჩნა საქარე მინის ჰერმეტიზაციის პრობლემა. სტოიკასთან აპარებს წყალს და ჩამოდის მთელი გაყვანილობების და ელექტროობის გავლით ნოხის ქვეშ

ასევე ხანდახან საჭის ქვემოთაც დგება ზუსტად პედლების წინ წყალი, ოღონდ ეს ზემოდან კოვრიკზე. ანუ ქვემოდანაც სველდება და ზემოდანაც წვეთავს სადღაც. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ წვიმის დროს, ამიტომ ანტიფრიზი, კონდიციონერის კონდენსატი და ასე შემდეგ გამოირიცხა. მინა არაა ორიგინალი, გამოცვლილია და როგორც ჩანს ცუდი ხარისხის და პატარა რაოდენობის ჰერმეტიკია გამოყენებული.
მოკლედ, ვეძებ ფირმას ან ადამიანს ვინც ჩაატარებს ამ პრობლემის დიაგნოსტიკას და გააკეთებს სათანადო ჰერმეტიზაციას, სასურველია ისე რომ მთლიანად არ მოხსნას და დააყენოს მინა. ეჭვი მაქვს რო ერთ ადგილზე მეტგან უშვებს, მაგრამ წყლის მისხმით მხოლოდ სტოიკასთან შევძელი ამ სიტუაციის ჩემით გამეორება. აუცილებლად მინდა იყოს მაღალი ხარისხის ჰერმეტიკი რომელიც არ დაენანებათ... კომპეტენტური და კეთილსინდისიერი ხალხი თუ იცით ვინც უშუალოდ მონტაჟი/დემონტაჟზე მუშაობს, დიდი მადლობელი დაგრჩებით.