ძალიან საინტერესო და მგრძნობიარე თემაა მაგიის მიმართულებებიდან..სასიყვარულო მაგია, დღეის მდგომარეობით გახდა სამწუხაროდ ის პოპულარული და ხშირად ატაცებული ‘’სერვისი’’, რომელსაც ძალიან ხშირად არეკლამებენ ფეისბუკზე თუ რეალში მოღვაწე ის პიროვნებები, რომლებიც თავიანთი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ ე.წ. ‘’მაგებად“ с большой букви… აქვე ვიტყვი, რომ ნამდვილი მაგი, თავის მთავარ და პროფილირებულ არეალად არასოდეს აირჩევს ‘’სასიყვარულო მაგიას’’, თუმცა ეს თემაა არაა’’ნამდვილ მაგებზე’’ და დავუბრუნდები ‘’სასიყვარულო მაგიას’’.
რათქმაუნდა არსებობს სასიყვარულო მაგია, რომელიც მუშაობს..გააჩნია ვინ ‘’ამუშავებს’’, ანუ ვინ არის ოპერატორი და როგორი უნარების მქონეა ის ადამიანი ე.წ. ‘’მასწერი’’ რომელიც ატარებს ‘’სასიყვარულო რიტუალს’’. სადაც ‘’სასიყვარულო’’ მაგია-ს ახსენებენ, იქვე ახსენებენ (ან მოიაზრებენ) ე.წ. Приворот-ს და არა-ინიცირებული ონლაინ- საზოგადოებისთვის შემდეგი სახის მომსახურებების შეთავაზება ხდება:
‘’ სასიყვარულო მაგია. დაგიბრუნდებთ სახლიდან წასულ ქმარს/საქვარელს/შეყვარებულს 100 %-იანი გარანტიით’’ და რაღათქმაუნდა ეს ყველაფერი არა-უსასყიდლოდ..
საქართველოში კი რა ხდება ეხლა?
უამრავი შეუმდგარი და დაშლილი წყვილია. უამრავი ადამიანი ეძებს პარტნიორს: სიყვარულის ან სექსის კუთხით..ან „ჩალიჩობს კაი ხნის წასული პარტნიორის/ქმრის/შეყვარებულის უკან დაბრუნებას’’.
ამიტომაც არ მიკვირს, როდესაც სასიყვარულო მაგიას და პრივოროტებს=(სასიყვარულო ჯადოებს) ამდენი ფუტკარივით მისეული მომხმარებელი რომ ყავს...
ამიტომ შევეხოთ, სლავებისთვის ესოდენ საყვარელ სასიყვარულო მაგიასა და ‘’პრივოროტებს’’ –‘’სასიყვარულო ჯადოს’’, თუმცა ქვემოთ ტექსტში ‘’პრივოროტად’’ მოვიხსენიებდი თქვენის ნებართვით, ამ ცნების ეტიმოლოგიური და სემანტიკური სიცხადისთვის.
Приворот გახლავთ რიტუალი, რომლის დროსაც ხდება ზემოქმედება ადამიანზე,სადაც საბოლოო მიზანი არის: ადამიანზე (პრივოროტის-ობიექტზე) ემოციური და ფიზიკური მიზიდულობის ხელოვნურად ინიცირება. ანუ ამ ადამიანის ‘’ნებელობის’’ და ‘’ნება-სურვილის წინააღმდეგ’’.
ამიტომაც ვთვლი, რომ ‘’სასიყვარულო მაგია’’ თავის ‘’პრივოროტებით’’-ადამიანის თავისუფალი ნებელობის წინააღმდეგ მიმართული რიტუალია. ითვლება, რომ არსებობს სასიყვარულო პრივოროტების სხვადასხვა ხერხები, რომლებიც მოიცავს:
ვერბალურ ფორმულებს (სიყვარულის შელოცვა),
გარკვეულ სითხეებთან და საგნებთან მანიპულაცია ოპერატორის (მაგის მიერ).
მთვარი მომენტი რაზეც მინდა გაამახვილოთ ყურადღება სასიყვარულო მაგიაში(პრივოროტში) არის შემდეგი:
მაგ-დ: სასიყვარულო პრივოროტის ადამიანზე ჩატარების შემდეგ ადამიანი(ობიექტი) მისდაუნებურად უცებ ხვდება რომ განიცდის ძლიერ სექსუალურ მიზიდულობას კონკრეტული ადამიანის მიმართ. ეს არის რიტუალი, რომელიც შესრულებულია ადამიანის გრძნობების შესაცვლელად ან ინიცირებისთვის.
წარმოიდგინეთ და გაიაზრეთ: რომ ვინმე ‘’პეტრე’’ არ განიცდის არანაირ ინტერესს და ლტოლვას ვინმე ‘’ლამზირას’’ მიმართ, რომელსაც იცნობს...და ერთ მშვენიერ დღეს/ან ღამეს პეტრე გრძნობს რომ ეს ‘’ლამზირა’’ უნდა...და რათქმაუნდა ჰგონია რომ ეს მისი ბუნებრივი სურვილია.
პრივოროტს ხშირად მიმართავენ ქალები,რომლებსაც სურთ სახლიდან წასული ქმრის უკან დაბრუნება, ან გულ-გაციებული საყვარლის უკან დაბრუნება. გამიგია და წამიკითხავს რომ პრივოროტს ხშირად მიმართავენ ‘’მიტოვებული ქალები’’,ურთიერთობის დამთავრებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, რათა აღადგინონ მათი სიყვარულის ობიექტთან ენერგეტიკული კავშირები.ეს უკვე პირადი კაპრიზი და შურისძიებაა დიდი ალბათობით.
უბრალოდ ერთ რამეზე გავაკეთებდი აქცენტს და დავაფიქსირებდი ჩემს პოზიციას:
მაგალითად ადამიანებს ‘’უყვარდათ’’ ერთმანეთი და დაშორდნენ. და ძირითადად რატომ შორდებიან ხოლმე ? იმის გამო და იმიტომ, რომ ერთ მშვენიერ დღეს რომელიღაც პარტნიორი აღმოაჩენს რომ არ უყვარს მეორე პარტნიორი და რომ ვნებაც და სექსუალური ლტოლვაც წავიდა და ქვეცნობივრულად ჭირდება სხვა.
მეგობრებო, ადამიანი რომელიც მიდის ან ქვეცნობივრულად იწყებს სხვა პარტნიორის ან ადამიანის ძებნას, იმ ადამიანს არ უყვარხართ ენერგეტიკულ დონეზე და ამ დროს ის, იმიტომ მიდის და წყვეტს ენერგეტიკულ კავშირს, რომ აღარ შეუძლია თქვენს გვერდით ყოფნა. თუ ადამიანს არ უყვარხართ თავისი ‘’ცნობიერი და ქვეცნობიერი არსით’’, რატომ უნდა დაგვჭირდეს ისეთი ადამიანის უკან მობრუნება რომელიც არ გვიყვარს? დაბრუნებით კი დაიბრუნებთ, მაგრამ თქვენთან დაბრუნდება არა ‘’ძველი და ნამდვილი სიყვარულით გულანთებული’’ ადამიანი, არამედ ‘’სუროგადი პიროვნება’’, რომელიც რიტუალურად პროვოცირებული და პრივოროტის ზემოქმედების ქვეშ მოქმედი მარიონეტი-თოჯინაა. შესაბამისად თქვენ მიიღებთ უკან დაბრუნებული ქმრის/საყვარლის/პარტნიორის სახით არა თავიდან-შეყვარებულ ადამიანს, არამედ ზომბის, რომელიც მოქმედებს ძლიერი ოპერატორ-მაგის რიტუალის ზემოქმედების ქვეშ. ასევე იცის არ დაგავიწყდეთ, რომ სასიყვარულო პრივოროტებს ჭირდება ‘’პადპიტკა’’ ანუ ხშირი გამეორება რომ ძალა არ დაკარგოს, თუ ლაითი რიტუალია. ბევრი ფაქტორია: მანდ გასათვალისწინებელია ‘’რიტუალის ობიექტის’’ ენერგეტიკული მდგომარეობაც: თუ ონიექტი ძლიერი ტიპია, შესაძლოა რიტუალმა არ იმუშაოს, ან მის რომელიმე სხვა სფეროს დაარტყას როგორც გარედან შემოჭრილმა პროგრამამ.
ბოლოს ვიტყვი: თუ სამყაროში ხდება ისე რომ ჩვენგან თავისი ნებით მიდის საყვარელი ადამიანი, სჯობს წავიდეს. ასევე ვთვლი, რომ ნამდვილი სიყვარულით ერთმანეთტან დაკავშირებული ადამიანები არასოდეს არ მიდიან ერთმანეთისგან, რადგან თავად ‘’სიყვარულის ფენომენი’’ უკვე არის ჯადოსნობა, რომელთანაც ბევრნაირი მაგიური ჩარევა და ზემოქმედება უბრალოდ უძლურია ხოლმე.
დაფიქრდით გიღირთ თუ არა ასეთი ხერხით ‘’დათრეულ’’ ობიექტთან’’ ურთიერთობა?
სასიყვარულო მაგია და პრივოროტები პირდაპირ წინააღმდეგობაშია თავისუფალ ნებასთან.
This post has been edited by magistra_vitae on 29 Dec 2022, 01:47
Умей мечтать, не став рабом мечтанья, и мыслить, мысли не обожествив! Just for reminder: 220 Volt ☢ ☼ ✿