მოგეხსენებათ ალბათ, რომ ძალიან მიყვარს ჭამა. ნუ ჩამომათვლევინებთ ახლა ჩემს საყვარელ კერძებს.
თუმცა მიუხედავად ამხელა სიყვარულისა, ძალიან ხშირად ვარ მშიერი.
ამის მიზეზი კი არის ის, რომ თუ საჭმელი ძალიან გემრიელი, სულ ახალი და მადისაღმძვრელი არ არის, არ ვჭამ.
რაც არ უნდა მშიერი ვიყო, არ შევჭამ გაცივებულ საჭმელს (შემთბარი არ მიყვარს), ან მეორე დღისას. მირჩევნია მშიერი ვიყო, ვიდრე მოხარშული კვერცხი შევჭამო ყველის სოუსის გარეშე. თუ ყველის სოუსი არ მაქვს, უბრალოდ კვერცხს მარილით ვერ ვჭამ, გული მერევა.
მოკლედ ძალიან უცნაური დამოკიდებულება მაქვს და არ ვიცი, როგორ გამოვასწორო
აი მსუქანა ბავშვები რომ არიან, გაივლიან, გამოივლიან, გამოაღებენ მაცივარს, აიღებენ ყველს, დაადებენ პურზე და შეჭამენ.
მე ეგრე არ ვარ. კარგად უნდა შევისწავლო ის ყველი, დავხედო, დავსუნო და უმეტეს შემთხვევაში ვიწუნებ. იმის ჭამა კი, რაც არ მომწონს, არ შემიძლია.
მართალია, რაც დავიწყე ვარჯიში, კი მოვიმატე 1 კგ, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მჭირდება კარგი კვება.
ყოველთვის კიდე სად არის რესტორნები, გამოძახებები და ბურგერები
ამიტომ იქნებ მასწავლოთ, როგორ მივეჩვიო სახლის საჭმელების ჭამას.
არა, სახლის საჭმელებიც ძალიან მიყვარს, ოღონდ კარგად უნდა იყოს მომზადებული და ცხელი
ნუ მოკლედ, იმედია მიხვდით
This post has been edited by ბანჯოო on 9 Jun 2021, 22:19