სალამი ყველას,იქნებ დამაკვალიანოთ მეც !!
მოკლედ მაქვს ავადსახსენებელი ტელევიზორი TCL 43P6US/MS86LS-EU ალტაში ნაყიდი
და ეკრანის მარჯვენა კუთხე ჩაბნელდა როგორც ვხვდები ლედის ამბავია
მაინცდამაინც მაშინ გაფუჭდა ეს დედაარღნიანი საგარანტიო ვადა რომ გაუვიდა ერთი კვირის მერე
მოკლედ როგორ დაიწყო პრობლემა
ჯერ თავისით ციმციმი დაიწყო ეკრანმა თან ცენტრში ზოლი გაუჩნდა?რაღაც დროის მერე ჯერ ციმცმი გააჩერა მერე ზოლიც გაუქრა,კარგა ხნის მერე ისევ დაიწყო ციმციმი ისევ ზოლი დაიდო ცენტრში და ერთ დღესაც რომ ჩვრთე კუთხეები ჩაუბნელდა მარტო ცენტრალური ნაწილი აჩვენებდა ნორმალურად კუთხეები ბნელად
ხოდა იქნება ჯერ ის მითხრათ თუ ეშველება რამე და მერე ისიც მომიყოლეთ მოხელე სად ვნახო ვინც ხელს მოკიდებს და ფასსაც თუ მეტყვით სამოთხე არ აგცდებათ