რეგიონს რომ გადავხედოთ, ჩვენთან ერთხელ მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება, უკრაინაშიც არჩევნებით მოვიდა იანუკოვიჩი თუმცა მერე მაიდანი დასჭირდა მის წასვლას. სომხეთში რევოლუციით ხდება ცვლილებები. აზერბაიჯანში ერთი რევოლუცის შემდეგ არანაირი ცვლილება აღარ ხდება. თურქეთშიც დემოკრატიის კუთხით რთული ვითარებაა. რუსეთზე აღარც მაქვს ლაპარაკი.
არადა, როგორც იმ ბრძენმა კაცმა თქვა ევროპასაც გავაოცებ დემოკრატიითო, 2016 წლიდანვე რომ სრულად პროპორციული არჩევნების წესი დაედგინათ (როგორც დაგვპირდნენ), ამომრჩეველზე ძალადობა და მოსყიდვა არ დაეწყოთ და რაც მთავარია არჩევნებით რომ შეცვლილიყო ხელისუფლება ნამდვილად გაოცდებოდა ევროპა. დღეს კი გაცილებით წინ ვიქნებოდით.
ზოგი შემეკამათება და იტყვის რომ ნაცების დაბრუნების საფრთხე ძალიან დიდი იყო და ბატონი ბიძინა იძულებული გახდა ცოტა წაემამაძაღლა ნაცების ჯინაზე. ისევ ნაცებმა აიძულეს თავისი დაბრუნების საფრთხით რომ გარშემო სრული გაიძვერები შემოეკრიბა. ხალხის ბოლომდე გაეღატაკება და გასაცოდავებაც ისევ ნაცების ბრალია. ნაცები რომ არა ბიძინა დიდი ხნის წასული იქნებოდა პოლიტიკიდან (არა კი წასულია ისედაც მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მყარად წასული იქნებოდა).
ხოდა უკვე მე-9 წელია ისევ ნაცების დაბრუნების საფრთხეა ქვეყანაში ხოდა ბიძინასაც რა დარჩენია? ხომ უნდა გვიხსნას კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ!)