მოგესალმებით ყველას,
კარგა ხანია ფორუმზე არ შემოვსულვარ
მოკლედ დავიწყე პატარა პროექტი (ჯერ პატარაა, მაგრამ ალბათ გაიზრდება), 21-ს ვაკეთებ რესტომოდ-რეთ როდად, ვიზუალის უმეტესი ნაწილი დარჩება ქარხნული გარდა დისკებისა და კლირენსის. დანარჩენი ტექნიკური მხარე ბევრი რამ შეიცვლება.
მინდა რჩევები ძრავთან დაკავშირებით, ასეთ პროექტს რათქმაუნდა ამერიკული ძრავი მოუხდება, თუმცა ცხენების ამოღება არ არის ისე მარტივი როგორც დავუშვათ მერსედესის 5.0დან, მერსის ეგ ძრავი კარგია მაგრამ ზედმეტად სუფთად მუშაობს ეგეთი პროექტისთვის, ლექსუსის V8-ები თუ ვინმემ იცის როგორია იქნებ გამიზიაროს გამოცდილება.
ამერიკული ძრავებიდან ჯერ ვიფიქრე დოჯის Magnum 318 ან 360, აღმოჩნდა რომ ბოლო თაობებისკენ ამ ძრავების გაკარბება არც ისე ადვილია.
იგივე პრობლემაა გრან ჩეროკის ძრავზე.
ძველი ძრავები ადვილი საშოვნელი ჩვენთან არ არის.
ძრავი ისეთი მინდა რომელის გამექანიკებაც შესაძლებელი იქნება.
ძრავის გარდა რაც ამ ეტაპზე ვიცი რო შეიცვლება არის დაკიდება, საწყისისთვის უბრალოდ პნევმოზე გადავიყვან, სამომავლოდ ალბათ მთლიანად შევცვლი დაკიდებას.
მოკლედ რჩევები მიიღება ყველანაირი და ყველაფერზე