ბევრჯერ მითქვამს აქაც და სხვაგანაც - როდესაც მესტიაში ჰესების მშენებლობის საკითხი "განიხილებოდა" მეც დავესწარი რამოდენიმეჯერ ამ ფორმალურ განხილვებს და გამოვთქვი მოსაზრება, რომ მდინარის მილში ჩაკეტვა გამოიწვევდა მესტია-ჭალა ხეობის ბუნებრივი კონდიცირების შეწყვეტას, სამშენებლო ინერტული მასალების განლევას, რადგან ქვიშა თუ ხრეში, რითაც აშენდა ზემო სვანეთის ისტორიული საკულტო და საერო უნიკალური შენობა-ნაგებობები, აშენდა სწორედ მისტიის ჭალაში მდინარის მიერ გამომუშავებული ქვიშით, ქვით, ხრეშით და მდინარის მილში ჩამწყვდევის პირობებში ეს გამომუშავება აუცილებლად შეწყდებოდა.
აფეთქებითი სამუშაოები კი, რომელსაც კომპანია ლეხზირის ვიწრო ხეობაში აწარმოებდა, გამოიწვევდა მყინვართა, კლდეთა და მეწყრული ქანების მორყევას და გაიზრდებოდა მეწყრული საშიში მოვლენები.
სიტყვა-სიტყვით ვაფრთხილებდი ყველას - მომხრეებსაც, რომლებიც უმცირეობაში და ქოცების სამსახურში იყვნენ, ასევე მოწინააღმდეგეებს, რომ მდინარის მილში ჩაკეტვის შემდგომ ზაფხულის პერიოდში უკვე აღარ გაიგონებდნენ მდინარიდან გამოცემულ გრანიტის ქვათა გრუხუნს, რაც ფქვავს გრანიტს და წარმოქმნის ქვიშას და ხრეშს.
ვაფრთხილებდი რომ მოუწევდათ სამშენებლო თუ სალესი ქვიშის ხაშურიდან ზიდვა და ეს ძალზე გააძვირებდა მშენებლობას.
"ხმა ღაღადებისა მარტოობასა შინა..."
ჩვენ ისეთი "გზშ" (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) გვაქვს, რომ სრულებით გამორიცხულია რაიმე უარყოფითი შედეგების დადგომაო, ეს იყო მაფიოზების პასუხი.
ჩაიკეტა მდინარე მილში და პირველ წელს მშენებლებმა მოახერხეს და ამოხიკეს ჭალაში ჯერაც დარჩენილი ქვიშა.
შარშან კი ჭალაზე ვერ მონახავდით ერთ ნიჩაბ ქვიშასაც კი.
ვისაც ფინანსურად შეეძლო, წავიდა და მართლაც ხაშურიდან დაიწყო ყვითელი ქვიშის ზიდვა.
უმრავლესობა კი დარჩა ხახამშრალი მესტიის ჭალასავით.
ერთი კედლის გალესვა ან აშენებაც რომ მოგინდეს მესტიაში უკვე ვერ მოიპოვებ ქვიშას.
მხოლოდ ქვის საფქვავ საწარმოებს აქვთ დაფქვილ-დანაყული მსხვილი ფრაქციები გასაყიდად, რაც შესაძლოა გამოიყენო როგორც საბეტონედ და გაჭირვებით სამშენებლოდაც, მაგრამ არა - სალესად.
აფეთქებებმა, რადგან ვიწრო ხეობებში აფეთქებები იწვევენ ჰაერის ტალღის საშინელ დაწნევას, მოარყიეს მყინვარები, კლდეები, მეწყრული ზონები...
(აფეთქება დასაშვებია გაშლილ სივრცეში, სადაც ჰაერს წნევა ადვილად განიფრქვევა, მაგრამ არა ისეთ ვიწრო ხეობებში, როგორიც ლეხზირის მყინვარი და საერთოდ საქართველოს მთიანეთია).
ორ წელიწადში მივიღეთ ორი საშინელი წყალდიდობა წვიმებისას, რადგან ძლიერმა წვიმამ დაძრა ლეხზირის მორყეული ხეობა მყინვარ-კლდიან-შლად ქანებიანად.
მესტია ჰესი-1 ორჯერვე დაიმეწყრა, ამოიყარა მესტიის წყალმომარაგების მილები, ამოიყარა მესტია ჰესი-2-ის უზრმაზარი დიამეტრის მილები რამოდენიმე კილომეტრზე, ამოიყარა მაღალი ძაბვის კაბელები, რომლებიც მიწისქვეშ უერთდება პირველი ჰესიდან მეორეს.
სექტემბერში რაც არავის ახსოვს, აბობოქრებულ მდინარეს მყინვარის ნამტვრევი ყინულის "ზოდები" მოჰქონდა.
მესტია ჯერ გადარჩა, მაგრამ არავინ უწყის წინ რა გველოდება.
მესტია ჰესი-2-ის მიმდებარედ დაშრა მინერალური წყლები, რითაც მთელი მესტია და მიმდებარე სოფლებიც სარგებლობდნენ.
ეს გამოიწვია ჰესის გენერაციის , მართვის და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის დროს ძალზე ღრმა ქვაბულის ამოღებამ.
სამი მინერალური წყარო ამ ქვაბულიდან 200-300 მეტრშია. წყლებმა ნახეს დაბალი ადგილი და იქით გადადინდნენ.
მერე ის ქვაბული ჩაბეტონდა და მინერალური წყლები უკვე გადაჟონდა გრუნტში და აღარ დაუბრუნდა ლოკაციას.
დავდებ ამ გამშრალი წყლების ფოტოებს.
გაიჩეხა დიდი რაოდენობით ხელუხლებელი ხე-ტყე.
მესტიამ რა მიიღო?
კომპანიის უძრავი ქონების 1% ყოველწლიურად, რომელიც დაახლოებით შეადგენს 1 მილიონ 200 ათას ლარს.
კომპანიის ყულაბაში კი დადგმული სიმძლავრის - 50 მგ,ვტ-ის ფული წკარუნობს და რამოდენიმე, ჩვენთვის უცნობი ადამიანი მდიდრდება.
ეს არის ოფშორელთა მოღვაწეობა - ოღონდ მათ იშოვონ ფული და ქვეყანა წყალსაც წაუღია და ქარსაც.
ასევე იქნება ნამახვანიც, მაგრამ ზარალს დაემატება კაშხლის საფრთხეებიც რაც მთავარია.
This post has been edited by dylan on 7 Apr 2021, 10:39
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.