Eloha
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 262775
რეგისტრ.: 21-June 21
|
#58038850 · 21 Jun 2021, 21:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უზენაესი ღმერთი "ელი"
დასავლეთსემიტური მითოლოგიის მიხედვით "ელი" (ილ, ილუ) უგარითელებისა და ფინიკიელების უზენაეს ღვთაებას, შემოქმედ ღმერთს წარმოადგენს, რომელსაც თაყვანს ცემდნენ და პატივს მიაგებდნენ ქანაანის ქვეყანაში მცხოვრები ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფებიც. მაგ: ქალაქ იერუსალიმის მკვიდრი იებუსეველები, ეს უკანასკნელი კი განპირობებული იყო დამპყრობელი ამორეველების შემოსევების შედეგად ადგილობრივ მოსახლეობასთან კულტურულ-რელიგიური ასიმილიზაციით.
ელი აგრეთვე ცნობილია, როგორც აქადი, ილ-ამურუმი - "ამორეველთა ღმერთი," ან უბრალოდ ამურუმი. უგარითული "ილი" და ფინიკიური "ელი" იდენტური ღვთაებაა, მან დროთა განმავლობაში ადგილი დაუთმო შუამდინარეთის ცივილიზაციაში ცნობილ ადგილობრივ ღვთაებებს და როგორც შემოქმედი ღმერთი განერიდა მიწიერ პროცესებს, სრულიად მიანდო რა ქმნილებებს საკუთარი ბედის მათივე შეხედულებით განკარგვისა და წარმართვის უფლება.
თავდაპირველად დასავლეთსემიტური ეტიმოლოგიის მქონე სიტყვა "ელი" აღნიშნავდა წინაპარს, მოგვიანებით კი (ჩვ.წ.აღ-მდე II ათასწლეულში) აქადური ენის ასურულ და ბაბილონურ დიალექტებში გამოიყენებოდა ღვთაებათა აღმნიშვნელ ზოგად ტერმინად, უფრო მოგვიანებით კი (ძვ.წ.აღ-ით 800 წლიდან) ფინიკიურ და ძველებრაულ ენებზე ამ ტერმინს გამოიყენებდნენ ერთი კონკრეტული ღვთაების აღსანიშნავად. ებრაულ ენაზე სიტყვა "ელი" ნიშნავს ღმერთს. ელ-მა მრავალ არსებით, თუ საკუთარ სახელს დაუდო დასაბამი. მაგ: ალლაჰი, ელოჰიმ, ელოჰა, ენლილ და ა.შ
სემიტური მითოლოგიის მიხედვით ელი სამყაროს შემოქმედია, მრავალი ღვთაებისა და ყველა ცოცხალი ქმნილების მამა, დროის მბრძანებელი. ელისა და მის შვილთაგან ერთერთის ბაალ-ხადადის (ბალუ) სიმბოლო გახლდათ ხარი. (ძალაუფლების, სოფლის მეურნეობის, კეთილდღეობის, ნაყოფიერებისა და სიბრძნის სიმბოლო) უგარითულ მითოლოგიაში ღმერთების შემქმნელად მოიხსენიება ელის მამა ილიბი, რომელმაც ელთან ერთად და მისი მეშვეობით შექმნა სამყარო.
ფინიკიური მითოლოგიის მიხედვით კი ელი გახლდათ ცის ღმერთის ბაალშამუნისა და მიწის ქალღმერთის არციას ვაჟი და ძმა ბაბილონური ღვთაების დაგონისა.
ითვლებოდა, რომ ელი სამყაროს მიღმა იყო და მასში მიმდინარე პროცესებს უშუალოდ თავად არ ხელმძღვანელობდა, ეს საქმე მას მინდობილი ქონდა მისგან ნაშობი ღვთისშვილებისათვის (ელოჰიმ), მათთვის ვისაც შეეძლოთ უხეში ძალის ჩარევით სამართლიანად აღეკვეთათ ის პროცესები, რომლებიც ღვთაებრივ პრინციპებთან მოდიოდნენ წინააღმდეგობაში, ამიტომ ელისათვის მიძღვნილ ტაძრებს ხშირად ჭარბობდა მისივე შვილების (სულ 72 ელოჰიმ) მიძღვნილი ტაძრები.
სემიტური წარმოშვების ხალხების აზრით ელს შეეძლო სიზმარში გამოცხადება და აგრეთვე საკუთარი ანგელოზების (მალახ) ადამიანებთან სიზმარში მივლინება. ის, მიჩნეული იყო კეთილ და სამართლიან, ბრძენ და მოწყალე მოხუცად, რომელსაც პასიურობა და უმოქმედობა ახასიათებდა, ელს გამოსახავდნენ გრძელი წვერითა და გრძელი თეთრი მოსასხამით, მაღალი და ფართო რქებით გაფორმებული დიადემით ტახტზე მჯდარ სათნო მოხუცად, რომელიც მირთმეულ ძღვენს იღებდა ადამიანთაგან.
უგარითული მითოლოგიის მიხედვით მისი სასახლე იდგა ორ ზღვას შორის არსებულ მაღალ მთაზე, რომელსაც წინ ამ ორი ზღვის ერთმანეთთან დამაკავშირებელი მდინარე ჩამოუდიოდა.
ძვ.წ.აღ-ით მე-2 ათასწლეულში ელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფინიკიელთა რელიგიური წარმოდგენების ჩამოყალიბებაში, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით მოგვიანებით მის მიმართ თაყვანისცემის აქტი ჩაანაცვლა ადგილობრივი ღვთაებების - ბაალების (ნიშნავს მმართველს) თაყვანისცემის აქტებმა.
ელს ყავდა მეუღლეც, ქალღმერთი აშერა, რომელიც ზღვისა და ოკეანეების, ტბების, წყლის სტიქიაში მობინადრე არსებებისა და მეთევზეების მფარველ ქალღმერთად მიიჩნეოდა, ელს აშერასაგან შეეძინა სამოცდათორმეტი შვილი, რომელთა შორისაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ტყუპისცალი ძმების მწუხრის ღვთაება შალემისა და მისი ტყუპისცალი ძმის განთიადის ღვთაება შახარის შობა, ვინაიდან სემიტური ლეგენდის თანახმად ქალღმერთმა აშერამ მათ შობას შეალია ელისაგან ბოძებული ბუნების ყველა ძალა და თანაბრად უწილადა ტყუპ ძმებს, აღსანიშნავია აგრეთვე ელის სხვა ვაჟის ღმერთ ბაალ ხადადის მტრული დამოკიდებულება ძმებთან, ვინაიდან ბაალ ხადადი ძალითა და სიბრძნით არაფრით ჩამოუვარდებოდა ელს, ის ძმებისაგან მოითხოვდა თაყვანისცემას.
ელის განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა ორი ღვთაება იამი და მოტი, მნიშვნელოვანია მათი ხსენებაც ვინაიდან რელიგიათმცოდნე სწავლულები ხშირად ავლებენ პარალელს ძველბერძნული ღვთაებების ტრიადას (ზევსი, პოსეიდონი, ჰადესი) და ქანაანურ ტრიადას (ბაალ, იამ, მოტ) შორის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ანტიკურ ელინურ ეპოქაში ძველი ბერძნები ელს აიგივებდნენ ზევსთან, ისევე როგორც სიკვდილის მალახ (ანგელოზი, მაცნე) აბადონს, ბერძნული პანთეონის ღვთაება აპოლიონთან.
ხეთურ მითოლოგიაში ელი აგრეთვე გაიგივებულია შუმერულ ღვთაება იშთართან და აქადურ ადადთან. * * * ქალღმერთი "აშერა"
დასავლეთსემიტური მითოლოგიის მიხედვით ქალღმერთი "აშერა" გახლავთ, ფინიკიური, უგარითული და ქანაანური ღვთაებების პანთეონის წევრი, რომელიც მოხსენიებულია ამავე ეთნიკური ჯგუფებისა და ერების არაერთ რელიგიური ხასიათის ხელნაწერებში. ამავე წყაროების მიხედვით ის გახლდათ ამორეველების ღვთის, ღმერთეების უზენაესი პიროვნების "ელის" მეუღლე და მშობელი მრავალი ღვთისშვილისა.
თანახში ქალღმერთი აშერა თითქმის ყველა შემთხვევაში, სადაც კი მის შესახებ არის საუბარი მოხსენიებულია მისი საყვარელი ძის, ბაალ ხადადის სამსხვერპლოსთან, ან კერპთან მდგარ მუხის ხის კერპად.("მსაჯულნი 6:28". აღდგნენ დილით ქალაქის მკვიდრნი და რას ხედავენ: ბაალის სამსხვერპლო დანგრეულია, გვერდით რომ აშერა იყო, აჩეხილია და აღსავლენი მოზვერი იწვის ახალაგებულ სამსხვერპლოზე.) ეს ყოველივე კი იმით იყო განპირობებული, რომ ძველი ებრაელები ისევე, როგორც ურაგითელი ამორევლები მას აიგივებდნენ ბუნებისა და სტიქიების მმართველ ღვთაებასთან, ტყის მფარველ ქალღმერთთან განსხვავებით აქადეველებისაგან, რომელთაც აშერა წყლის სტიქიის ქაოსის გამომწვევ და ზღვების მფარველ ღვთაებად მიაჩნდათ.
ქალღმერთ აშერას კულტი განსაკუთრებით გავითარებული იყო უძველეს ქალაქებში სიდონსა და ტირში (დღევადელი ლიბიის ქალაქები), ამავე ქალაქებში არის აღმოჩენილი ამ ქალღმერთისადმი მიძღვნილი ტაძრების ნანგრევები და სხვა არქეოლოგიური მასალა, რომელიც ცხადყოფს, რომ ძველ ებრაელთა და ამორეველთა მსგავსად მას აქადური წარმოშვების ეთნიკური ჯგუფებიც თაყვანს ცემდნენ.
ქალღმერთი აშერა, ისევე როგორც მისი მეუღლე ელი, გამოისახებოდა ვერტიკალურად მიმართული რქებით დამშვენებული დიადემითა და თეთრ სამოსში მოსილი ღვთაების სახით.
გვიან ანტიკურ ხანაში რეფორმატორ იუდეველ ებრაელთა და ელინთა წარმოსახვებისა და ფანტაზიების შედეგად ქალღმერთმა აშერამ საფუძველი ჩაუყარა ქალღმერთ ასტრატას (ძვ ბერძნული კოინე) იგივე ასტაროტის, აშტროტას კულტს, რომლიც შესახებაც მოგვიანებით და სხვა თემაში ვისაუბრებ, მაგრამ დავძენ, რომ ეს უკანასკნელი რეფორმატორ იუდეველთა და ელინთა წარმოდგენით უკვე აღარ ითვლებოდა ამორეველთა ღვთის ილ-ამურუმის მეუღლედ და გაიგივებული იყო მწუხრის ღვთის შალემის (იაჰვე) მეუღლესთან. კაბალისტური თვალსაზრისით ღვთის მდედრობითი სქესის სულიერ ფესვთან "შეხინასთან".
ქალღმერთ აშერას საპატივსაცემოდ პლანეტა ვენერაზე აღმოჩენილ მთათა სისტემას მისი სახელი აშერატი უწოდეს, მისსავე სახელს ატარებდა ებრაელთა პატრიარქის იაკობის მე- შვილი. (დაბ 30:13. თქვა ლეამ: ჩემდა ნეტარებად! რადგან ნეტარად შემრაცხენ ქალები. უწოდა სახელად ვაჟს აშერი.) ვინაიდან ძველებრაულ ენაზე აშერ, საღმრთო ნეტარებასაც ნიშნავს.
This post has been edited by Eloha on 21 Jun 2021, 21:36
|