ჩემი მოკრძალებული აზრით, ჯობია არსად არ გადაუხვიო, და აბასთუმანში ჩამოსულმა (ცხადია ობსერვატორია თავისთავად იგულისხმება), შემდეგი ადგილები ნახო:
1) ახალციხეში რაბათი და საფარის მონასტერი (ფეხით სიარული საერთოდ არ გჭირდება).
2) ცოტა მოშორებით ხერთვისი და ვარძია, თუ ფეხით სიარული არ გეზარება, ასევე თმოგვის ციხე.
3) უკანა გზით დაბრუნდე თბილისში - ახალციხე - ასპინძა - ახალქალაქი - ნინოწმინდა - ფოკა - წალკა (აქვე ახლოს დაშბაშის ჩანჩქერი) - მანგლისი - კიკეთი - თბილისი, ულამაზესი ხედებია.
4) აბასთუმნიდან წახვიდე აჭარისკენ, მოინახულო ზარზმა, შემდეგ ნელ-ნელა მიხვალ გოდერძის კურორტამდე, ხოლო იქიდან ფეხით გადახვალ მწვანე ტბამდე, საოცარი ადგილებია.
5) როგორც ამბობენ, გოდერძის უღელტეხილით ბათუმამდეც ჩახვალ მსუბუქი მანქანით.
თუმცა, თუ საირმე - აბასთუმნის გზაზე გარისკვა არ გინდა, მე მაგალითად თბილისი - მანგლისი - წალკა - ვარძია - ახალციხე - აბასთუმანი, ამ მარშრუტზე წავიდოდი.
საირმე ლამაზია, მაგრამ მხოლოდ მის სანახავად თბილისიდან ამხელა მანძილის დაფარვა ძალიან შთამბეჭდავი მოგზაურობა ვერ გამოვა, ცხადია, თუ საირმეში რამდენიმე დღით დასვენებას არ აპირებ.
ბაღდათი - საირმეს გზაზე სიფრთხილეა საჭირო, ვიწრო გზაა ბევრი მოსახვევით, სამაგიეროდ, ბუნება ძალიან ლამაზია