უელბეკის წიგნებიდან ყველაზე ნაკლებად მახსოვს სექს-სცენები,
მგონი, ყველაზე საზიზღრად აღწერს სექსს და იმიტომ, იმის განცდასაც კი ტოვებს, თითქოს პორნჰაბიდან აკოპირებს სიუჟეტებს, იმდენად ბანალური აღწერებია, მილერის შემდეგ, მოსაწყენად დავამთქნარებდი ხოლმე და წაუკითხავად, გადავფურცლავდი ამ მონაკვეთებს.
საერთოდ არ არის აღმგზნები, ავრბახის ჭაობი უფრო საინტერესოდ აღწერს სექსს ვიდრე, უელბეკი.
არადა, რამდენჯერაც ვიტყვი უელბეკი საყვარელ ავტორებშია-მეთქი, ხალხი ისე მიყურებს, თითქოს გამოუსწორებელი მძრეველა ბავშვი ვიყო. რაღაცნაირად ჩაიცინებენ, მონალიზის ღიმილით შემომხედავენ და ჰმ, უელებკი გიყვარს-გაიმეორებენ, დამაინტრიგებელი ინტონაციით
უელბეკში თანამედროვეობის ასახვა მომწონს. უიმედობიდან დაწყებული ისლამოფობიით დამთვარებული. მგონი ყველა პრობლემას შეეხო, რაც კი ევროპის თუ მთლიანი კაცობრიობის წინაშე დგას.
მოდერ, ლიტგანყში გადააგდე თემა და განვავრცობთ ბიჭები.