წლევანდელ ოლიმპიადაზე ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი იასპარეზებს. ახალზელანდიელი ლორელ ჰაბარდი, რომელიც ბიოლოგიურად მამაკაცია, ქალად იდენტიფიცირდება და ქალთა კატეგორიაში რამდენიმე წელია ასპარეზობს, პირველი ტრანსგენდერი სპორტსმენია, ვინც ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.
ოფიციალურმა პირებმა ის ტოკიო 2020-ის ქალთა გუნდისთვის მას შემდეგ შეარჩიეს, რაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცოტა ხნის წინ შეიცვალა. საერთაშირისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეშვა ტრანსგენდერების ქალთა შორის ასპარეზობა იმ შემთხვევაში, თუ მათი ტესტოსტერონის დონე გარკვეულ ზღვარზე დაბალი იქნებოდა. ტოკიოს თამაშებზე 43 წლის ჰაბარდი ყველაზე ასაკოვანი შტანგისტი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ძალოსანის ტესტოსტერონის დონე განსაზღვრულზე დაბალია, კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისი მონაწილეობა ოლიმპიადებში ქალად დაბადებული სპორტსმენებისთვის უსამართლოა.
მედია წერდა, რომ ლორელ ჰაბარდი 35 წლამდე მამაკაცი იყო და საერთაშორისო ძალოსნობის შეჯიბრებებში არასდროს მიუღია მონაწილეობა. თუმცა 2012 წლიდან სქესი შეიცვალა და შეჯიბრებებიც მოიგო.
* * *
[
This post has been edited by -V- on 22 Jun 2021, 12:28
მიმაგრებული სურათი