ამ ლოკდაუნების გადამკიდე, გადავწყვიტე ელექტროველოსიპედი მეყიდა.
მეგატექნიკის საიტზე ვნახე რაღაცა მოდელი, ვიზუალურად მომეწონა.
მივედი გლდანის ფილიალში, 1 ცალი ქონდათ, იმასაც დასაჯდომი ქონდა გატეხილი, ჯაჭვი ჩამოვარდნილი და დატენილიც არ იყო.
შესაბამისად, ვერ გავტესტე ვერანაირად.
დღეს ვიფიქრე, მოდი მივწერ, ვკითხავ სად აქვთ კიდევ მოდელები რო მივიდე, გავტესტო, ვიყიდო.
ჩაგიკოპირებთ მიმოწერას:
ქეთი
ოპერატორი
გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
ქეთი
21 minutes ago
გამარჯობათ, ეს ელექტროველოსიპედი მაინტერესებს
ვიყავი გლდანის ფილიალში
1 ცალი აქვთ, ისიც გაფუჭებული
რომელ ფილიალში შეიძლება მუშა ვარიანტის ნახვა და შემოწმება-გატარება?
ამხელა ფასიანი ნივთია და ისე ხო არ ვიყიდი
21 minutes ago
ფილიალში ველოსიპედის გატარება სამწუხაროდ არ არის შესაძლებელი
საწყობში გვაქვს გაუხსნელი მოდელები და შეძენის შემთხვევაში გაიტანთ გაუხსნელ მოდელს გარანტიით
ქეთი
16 minutes ago
გასაგებია მაგრამ თუ არ დავჯექი და შევამოწმე, მერგება თუ არა
რატო ვიყიდი ისე?
რო არ მომერგოს, დაიბრუნებთ უკან?
15 minutes ago
ზომას გულისხმობთ?
ქეთი
10 minutes ago
ზომას, მოხერხებულობას, კომფორტს
ეს ხო არაა ტელევიზორი ან მაცივარი
პირადი მოხმარების საგანია
ისევე როგორც შარვალი და მაისური
9 minutes ago
სამწუხაროდ ველოსიპედის გატარება არ არის შესაძლებელი
ქეთი
a few seconds ago
კარგით, გასაგებია, მადლობა, სხვა მაღაზიაში ვიყიდი
______________
მაგარი მიდგომაა, რას იტყვით?