
MMA - Mixed Martial Arts შერეული საბრძოლო ხელოვნება საბრძოლო სპორტის ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა, სადაც გამარჯვებისათვის აუცილებელია ფლობდე რამდენიმე საბრძოლო ხელოვნებას. დღეს სპორტის ეს სახეობა ბევრად განვითარებული და პოპულარულია, აგრეთვე კარგად ანაზღაურებადია თუ მებრძოლი გამოდის UFC - Ultimate Fighting Championship-ში. არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავისი ეგიდით ატარებს ივენთებს. ასეთი ორგანიზაციებია UFC, Bellator, ONE, Cage Warriors, Wsof, M1-Global და სხვები. ყველა ორგანიზაციისგან გამორჩეული და საუკეთესოა UFC - Ultimate Fighting Championship, სადაც თავს იყრიან მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლები. ორგანიზაცია წელიწადში რამდენჯერმე ატარებს ე.წ. ივენთებს და ათამაშებს რამდენიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამრებს. აღნიშნული ივენთები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ყურებადი მმა-ს ივენთებია, შესაბამისად ყველაზე დიდია ანაზღაურებით. ამ შესანიშნავი სპორტის მცირე ისტორია კი ასეთია. ბრძოლა წესების გარეშე სათავეს იღებს ძველი საბერძნეთიდან როდესაც ტარდებოდა შეჯიბრებები ე.წ. პანკრატიონში და ეს სახეობა შესული იყო ოლიმპიურ თამაშებზე 648 წელს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე. თანამედროვე ბრძოლა წესების გარეშე, რომელსაც უკვე მოგვიანებით ეწოდა შერეული საბრძოლო ხელოვნება (1995 წ. (Mixed martial arts) - სათავეს იღებს 1900 წლიდან. გრეისების ოჯახის ვალე ტუდო შერეული ხელოვნებებში ტურნირები ტარდებოდა 1920 წლიდან. იაპონიაში სპორტის ეს სახეობა გამოჩნდა 1970 წელს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ სპორტმა თავი იჩინა 1993 წელს, როდესაც შეიქმნა Ultimate Fighting Championship (UFC). ბრაზილიელი როის გრეისი იყო პირველი ვინც მოიგო პირველი ჩემპიონატი და გახდა ჩემპიონი. ამავე დროს, იაპონიაში Shooto-მ (ვალე ტუდო) პოპულარობის ისეთ პიკს მიაღწია, რომ 1997 წელს შეიქმნა Pride fighting Championship. იგივე წლების განმავლობაში ამ სპორტის პოპულარობა იზრდებოდა, რამაც გამოიწვია უამრავი სხვა შერეული საბრძოლო ხელოვნების პრომოუტერი კომპანიის შექმნა. თუმცა, ლიდერები ამ საქმეში დარჩნენ UFC და Pride FC. 2007 წელს პრაიდი დაიკეტა. გამოჩნდა ბევრი სხვა პრომოუტერი. მაგალითად, STRIKEFORCE, M1 global, bellator fc, UFC-ის შვილობილი WEC, K-1. K-1 გვთავაზობს როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნების ტურნირებს, აგრეთვე K-1 კიკბოქსინგს შეცვლილი წესებით. რომ არ დავუკარგოთ თავისი უდიდესი დამსახურებები ამ სპორტის სახეობის პოპულარობასა და ცნობადობაში მსოფლიოს მასშტაბით, დავძენ რომ უდიდესი წვლილი შეიტანეს 90-იანი წლებიდან მოყოლებული ისეთმა მებრძოლებმა როგორებიც იყვნენ როის გრეისი, დან სევერნი, დონ ფრაი, ფრენკი და კენ შემროკები, ტანკ აბოტი, მარკ კოულმენი, ფედორ ემილიანენკო, ბას რუტენი, კიმბო, დან ჰენდერსონი, ვიტორ ბელფორტი, კაზუში საკურაბა, პატ მილეტიჩი და კიდევ სხვები..... ჩამოთვლილ სიაში რა თქმა უნდა ყველა არ არის. ქალების დაინტერესება, სპორტის ამ სახეობაში ჩართვა და პოპულარობა კი დიდწილად არის ამერიკელი ძიუდოისტის, რონდა როუზის დამსახურება, რომელმაც ძიუდოში ოლიმპიური ბრინჯაოსა და მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის, აგრეთვე პანამერიკული თამაშების ოქროს მედლის მფლობელია.
ბრძოლები, რომლებსაც ჩვენ გირჩევთ
VoK
1. Deiveson Figueiredo vs. Brandon Moreno 1
2. Rafael Dos Anjos vs Tony Ferguson
3. Kamaru Usman vs. Colby Covington
4. Eddie Alvarez vs Justin Gaethje
5. Justin Gaethje vs. Dustin Poirier
6. Dustin Poirier vs. Dan Hooker
7. Weili Zhang Vs. Joanna Jedrzejczyk
8. Brian Ortega vs. The Korean Zombie
9. Jon Jones vs. Alexander Gustafsson 1
v1iking
10. Robbie Lawler vs. Rory MacDonald 2
11. Robbie Lawler vs Carlos Condit
12. Gilbert Melendez vs. Diego Sanchez
13. Diego Sanchez vs. Clay Guida
14. Shogun Rua vs Dan Henderson 1
15. Matt Hughes vs. Frank Trigg 2
16. Frankie Edgar vs. Gray Maynard 2
17. Forrest Griffin vs. Stephan Bonnar
Diaz
18. Nate Diaz vs. Conor McGregor 2
19. Israel Adesanya Vs. Kelvin Gastelum
20. Robert Whittaker vs. Yoel Romero 2
21. Jose Aldo vs. Chad Mendes
22. Yoel Romero vs. Paulo Costa
23. Tyron Woodley vs. Stephen Thompson
Nitro_N
24. Max Holloway vs. Calvin Kattar
25. Max Holloway vs. Brian Ortega
26. Dominick Reyes vs. Jiri Prochazka
27. Junior dos Santos vs. Stipe Miocic 1
28. Ben Henderson vs. Anthony Pettis
29. Tony Ferguson vs. Anthony Pettis
30. Dominick Cruz vs. T.J. Dillashaw
31. Jon Jones vs. Daniel Cormier
32. Georges St-Pierre vs. BJ Penn
33. Georges St. Pierre vs. Johny Hendricks
არისტოტელე999
34. Alexander Volkanovski vs. Max Holloway 2
35. Robert Whittaker vs. Yoel Romero
36. Tony Ferguson vs. Edson Barboza
rapa
37. El Pantera vs. The Korean Zombie
Komate
38. Rose Namajunas vs. Joanna Jedrzejczyk 2
39. Max Holloway vs. Jose Aldo 1
ტომი
40. Nate Diaz vs. Conor McGregor 1
41. Dustin Poirier vs. Max Holloway 2
42. Michael Bisping vs. Anderson Silva
Gomoplata
43. Cub Swanson vs. Doo Ho Choi
44. Mark Hunt vs. Antonio Silva
45. Chuck Liddell vs. Wanderlei Silva
46. Antônio Rodrigo Nogueira vs. Randy Couture
Gourcuff8
47. Georges St-Pierre vs. Carlos Condit
48. Michael Chandler vs. Eddie Alvarez 1
49. Daniel Cormier vs. Stipe Miocic 2
50. Fedor Emelianenko vs. Mirco CroCop
51. Anderson Silva vs. Chael Sonnen
52. Conor McGregor vs. Chad Mendes