გამარჯობათ, დაახლოებით 1 კვირაა თავის მარჯვენა მხარე მტკივა, მარჯვენა საფეთქელიც და მარჯვენა თვალიც, დღეს სტომატოლოგთან ვიყავი და მარჯვენა ზედა სიბრძნის კბილის ბრალიაო, თვითონ კბილი არ მტკივა მაგრამ ცივი როდესაც მეხება მაშინ უკვე მაგრად მტკივდება. ვინმეს გქონიათ ამდაგვარი შემთხვევა? კბილი არ გტკიოდეთ და თავს გატკიებდეთ, თვალის მიდამოებს და საფეთქელს?
დაჭიმუულობის შეგრძნება მაქვს, გაუსაძლისად არ მტკივა, უბრალოდ ყრუდ მტკივა და ხანდახან ჩხვლეტითი ტკივილიც მაქვს. რავი რა იქნებ ვინმეს გქონიათ იგივე სიტუაცია..

მადლობა დიდი
* * *