მე თვითონაც არ ვიცი
წეღან მეგობარს ველაპარაკე გულახდილად მეგონა რამე რჩევას მომცემდა მაგრამ ისეთი ტიპია თვითონ მაგრად კიდია ეგეთი თემები და მოსმენის გარდა ვერაფრით დამეხმარა.

გოგოსთან ვარ, ერთად ვიყავით საკმაო ხანი სხვა ქვეყანაში მაგრამ მე არ მინდოდა იქ დარჩენა და წამოვედი თან მომბეზრდასავით რაღაც ურთიერთობა. მიმოწერა გვქონდა რეგულარული, მეგონა რომ დროთა განმავლობაში დავიკიდებდით და გაქრებოდა თვითონ მაგრამ გაგვიგრძელდა სისტემატიური სახით. მერე რაღაც ძალიან ახლობელი და მეგობრული გახდა ჩემთვის ეს ურთიერთობა და შემოვრჩით.
ჩამოვიდა თვითონაც, მეგონა რომ იქ აპირებდა სულ დარჩენას და ჩამოვიდა, ისე გამოვიდა რომ ისევ ერთად ვართ.
თან ისეთი გოგოა რომ მაგასთან მე თავი არაკომფორტულად არ მიგრძვნია არასდროს, მე სხვა ეგეთი ურთიერთობა არ მქონია, ცხოვრების ბოლომდეც რომ დავრჩეთ ერთად მაგრად ვიკაიფებთ უბრალოდ ჯადოსნური ქიმია აღარ არის რა ხომ ხვდებით.
სანამ ეგ ჩამოვიდოდა აქ გავიცანი გოგო რომელთანაც მაგარ საკაიფო დროს ვატარებ, კარგი კომპანიონია და ერთად მაგრად ვერთობით, ამ გოგოსთან მაგრად მისწორდება და გამისწორდება მაგრამ ისეთ სერიოზულ ურთიერთობას არ ვგულისხმობ, ჩემი არ არის მოკლედ რა.....
ამ ყველაფერთან ერთად არის ერთი ფორუმელი გოგო, ადრე ხშირად პოსტავდა ახლა ძალიან იშვიათად და მაგრად მიტყდება. სურათებსაც არ დებს მაგრამ მე ნანახი მაქვს და ეს გოგო რასაც პოსტავს აი უნახავად შემიყვარდა ადამიანი ეგეთი რამე გაგიგიათ? აი რო ხვდები რომ შენია ადამიანი.
არასდროს მიგრძნობინებია არაფერი თუ მომიხსენიებია ყველგან ძალიან მეგობრულად, ნუ შეიძლება რაღაცები ცოტა პახაბნად მითქვამს მაგრამ ჩემი პოსტვის მანერა უსათაუროში ყველამ იცის და ისიც იციან რომ ვხუმრობ.
ვეღარ ვხვდები რა გავაკეთო მაგარი არეული მაქვს გონება
თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილზე
ps ამ განყოფილებაში არ ვპოსტავ და თუ რამე ისე არ არის მომიტევეთ არ ვიცი აქაური წესები
This post has been edited by public_enemy on 23 Jun 2021, 19:53
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...