#58048698 · 24 Jun 2021, 09:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნუ გაგიხარდათ საბერძნეთში
გაზიარება 376 ნახვა ბერძენ მღვდელმთავრებს უმძიმესი დამწვრობები აქვთ მიღებული – ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესმა საეკლესიო სასამართლომ ვერიის ეპარქიის მღვდელმსახური, რომელიც ნარკოტიკების გაყიდვაზე იქნა ბრალდებული, განკვეთა. განკვეთილი არქიმანდრიტი სინოდის წევრებს ჩაუსაფრდა და მჟავა გადაასხა.
მედიის ცნობით, მღვდელმთავართა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა:
ორი სასულიერო პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სახის მიდამოებსა და ხელებზე მცირე დამწვრობები აღენიშნებათ. კონიცის მიტროპოლიტს მიღებული აქვს მძიმე დამწვრობები თვალის მიდამოებში. გუმენისისა და ზაკინთოს მიტროპოლიტებს დამწვრობები აქვთ კისერსა და ყურებზე. დრიინუპოლის მიტროპოლიტი ანდრია და ღუმენისის მიტროპოლიტი დიმიტრი კი ყველაზე მეტად დაზარალდნენ მათი სახის თითქმის ყველა ნაკვთი დამწვარია.
სასულიერო პირები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. მისი განცხადებით, ოთხი მიტროპოლიტი კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს, ერთს სხვა საავადმყოფოში გადაიყვანენ, სადაც მას პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდება. კიდევ ორ მიტროპოლიტს კი, თვალის კლინიკაში მოათავსებენ.
საქმე პირად კონტროლზე აიყვანა პრემიერ-მინისტრმა. მომხდარი დაგმო ქვეყნის პრეზიდენტმა.
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|