ერთ დროს ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო აი აქ:
http://karavi.ge/viewtopic.php?f=12&t=4220მერე რთული პერიოდები დადგა და იდეაც დარჩა განუხორციელებელი.
11 წელი გავიდა, დრო უფრო ცოტა დარჩა, კარგი იქნებოდა მოსწრება,
აი ვთქვათ უკვე გაისად, 2022 წლის 22 ივნისს რომ აღსრულდეს.
რას „ვითხოვ“ ფორუმისგან.
1. ხალხი ვინც ამ იდეის რეალიზების საქმეში ერთად ვიქნებით, ა.ვ. ორგანიზებას გავუკეთებთ პროცესს;
2. კონტაქტი აზერბაიჯანულ მხარესთან - ხალხი ვინც დაგვაკვალიანებს სად, რა და როგო ჯობია. მაგალითად სად შეიძლება „დაბანაკება“ (სინამდვილეში დაპარკინგება) რომ კასპიაზე მზის ამოსვლა მართლა შთამბეჭდავი იყოს.
3. იდეა-რეკომენადაციები, უკე შავ ზღვაზე სად ჯობია დაისით ტკბობა
4. საჭესთან გამოცდილი ხალხის რეკომენდაციები ამხელა გზაზე გასათვალისწინებლად (უსაფრთხოება და რამე)
5. იქნებ რამე კონტაქტი იყოს, რაც დაგვეხმარება საბაჟო პროცედირების იოლად გავლაში (რომ გზაზე არ შევფერხდეთ)
6. კეთილი განწყობები და სურვილები
7. მე-6 პუნქტი მნიშვნელოვანი და რაც შეიძლება მეტი
აი ძალინ თუ გავიჭრები იდეებში და ფანტაზიებში
მზის მდავრობა (რამე ნავაროჩენი, ინგლისურენოვანი სახელით) შეიძლება ყოველწლიური ღონისძიება გახდეს რომელიც (ავტო)ტურისტებსაც მოიზიდავს. და ტრადიციული კონცერტ-ფართ-ჯამფესტ თუ რაღა ეგეთით დასრულდება საქართველოს ტერიტორიაზე რა თქმა უნდა.
თავისი სიმბოლური ლოგო ექნება ამ ღონისძიებას, და რაღაც მზესავით ნათელი და კაშკაშა პოზიტიური იდესი ირგვლივ გააერთიანებს ადამიანებს.
ხო, მაგრამ ეს ფანტაზიები და უკეთე შემთხვევაში შორეული პერსპექტივებია, ამ ეტპაზე (2022 -ის 22 ივლისისთვის) დღის წესრიგში დაგას თუნდა 2 ეკიპაჟი.
თუნდაც 1.
პირველ ჯერზე საკმარისი იქნება.
პ.ს.