მაღაზიაში რომ შედიხარ და სალაროსთან ბავშვის სიმაღლეზე დევს ზუსტად ყველანაირი საცმაცუნო და ტკბილეულობა, თვალებში რომ შეეფეთოს და გარდაუვლად გაყიდინოს, ეგ არის ჩვეულებრივი სადიზმი და ზემოქმედება პატარებზე, მაგ კუთხით მაინც იყოს რამე აკრძალვა, ყველაფრის აკრძალვისკენ რომ გვაქვს ორიენტირი.
ისე ახალგაზრდა მშობლები ვინც ხართ, მცირეწლოვნებით, ხომ არ მოგვეფრირებინა რამე მაგ კუთხით, მიგვემართა შესაბამისი ორგანოსთვის? ჩემი უკვე მაგ ბიუროკრატიის გავლაში წამოიზრდება, მაგრამ იქნებ სხვა ბავშვები აცდნენ ამ რეცეპტორულ წამებას

შემაწუხებელს და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ თავი დავანებოთ 2-6 წლის ასაკის ბავშვებში ტკბილეულის მიღება, არ მგონია ნაკლებ ზიანს იწვედეს, ვიდრე სიგარეტი ზრდასრულებში, რომლის თვალსაჩინო ადგილებზე განთავსება, ასევე აიკრძალა კანონით.