#58056240 · 26 Jun 2021, 09:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ რომ ვთქვა, შეკვეთა ავიღე გავაკეთო პროექტი, დიდი აივანი კეთდება, 2 მხარეს ჩამოდებული. დაიგეგმა რომ ლითონის კონსტრუქციზე დადგმულიყო ტერასის იატაკი. ანუ ხე პლასტმასის კომპოზიტი როა აი ეგ. შემდეგ შემკვეთმა მოითხოვა რომ მას ნაყიდი აქვს ქვიშა და ცემენტი, რის გამოც ზარალში ვარდებოდა. ხო და მოვიფიქრე შემდეგი რამე. პროფფენილი დამედო იმ ლითონის კარკასზე, შემდეგ დამესხა ზედ უკვე მოჭიმვა. რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა თუ შეგიძლიათ მითხრათ. ამ შემთხვევაში მზიდი კონსტრუქცია გამოდის ლითონის კარკასი, რომელიც შედგება 24 იანი და 12 იანიშველერ ორტეებით. რომელსაც ზემოდან ვაფენ იმ პროფფენილს. საბოლოოდ ვასხავ ამ მოჭიმვას. რას იტყვით? ჩვენსინტერნეტ რესურსებზე ვერსად მოვიძიე ოღონდ მინიმუმ 0,7 მმ სისქის და 40 მმ სიმაღლის პროფფენილი. ამ მომენტში ჩადებული მაქვს ჩვეუელბრივი 0,7 მმ სისქის და 22მმ სიმაღლის პროფფენილი პროექტში. უჯრედი რაზედაც ეს პროფფენილი იდება არის 1100x850. ხო და რა ვიცი... რას მეტყვით რას მირჩევთ. მე პირადად მებეტონე არ ვარ. ლითონის კონსტრუქტორი ვარ
--------------------
"უძველესი ცივილიზაციების მკვლევართა კლუბი"
|