
29 ქვეყანაში მიმოგზაურია ჯერჯერობით.
და უამრავი სხვადასხვა ადგილი ამ ქვეყნებში, მაგალითად რუმინეთში ბუქარესტიდან დრაკულას სასახლეში ავედი ტაქსით.
იაპონიაში მაგალითად ლეგენდარულ კურდღლების კუნძულზეც მივედი.
120 მილიონიანი ბაითი მაქვს ნანახი რომელიც ინგლისლმა ლორდმა დამათვალიერებინა.
69 მილიონიანი ბინა რომელიც რუსმა ოლიგარქმა მანახა.
25 ათას ფუნტიანი ღვინო დამილევია.
მიშიმშილია.
სვეტიცხოვლის ჩუქურთმას შევხებივარ.
კაცები დამიჩოქებია.
იახტა მიტარებია მარტოს ზღვაში ბოდრუმში.
ზეთზე და პურზე მიცხოვრია
კოიკა გამიყვია ისე გამჭირვებია.
£££ მიშოვია, აქტივები შემიძენია.
ტოკიოში კატას ავყოლილვარ მურაკამის პონტში.
ვალები მქონია და დამიფარია.
პიკასო დამიწუნია ნახვის მერე
ნორვეგიაში თოვლში გადავვარდნილვარ ბარდიურებიდან.
ამსტერდამის კანალებში ნავით მისეირნია.
ისე გამოვყლევებულვარ რო კლუბიდან გავუტანივარ საკაცეთი.
ჩემთვის საყვარელ ბიჭს გალაკტიონის ლექსი წაუკითხავს ჩემთვის.
მუნჩის კივილი მინახავს.
ბევრი წიგნი წამიკითხავს.
საქართველოს ერთ ერთი მძარცველისთვის თვალებში ჩამიხედია.
ყველანაირი წამხდარი პიროვნება მინახავს, გამიცვნია: ქურდები, ჩათლახები, კაცის მკვლელები, ნარკომანები და ა.შ.
რემბრანტის სახლში ვყოფილვარ.
ბილ გეითსის პირადი ნომერი მცოდნია სამსახურის პონტში.
ვენაში კლასიკურ კონცერტზე ვყოფილვარ.
მონეს ლილიები მინახავს
კოპენჰაგენში ქარს მოყინულ ტბაზე გადავუგდივარ.
ვან გოგოის სთარი ნაით და მზესუმზირები მინახავს,
ფართი შმართი პონტები ბევრი გამომიცდია ყველა დონის... შვედი პანკებიდან დაწყებული სადღაც მუსველ ჰილის ეზოში ლონდონის ტოპ კლუბებში ოლიგარქებთან და არაბებთან დამილევია.
დეგას ბალერინები მინახავს
მსოფლიოში სამ ძალიან ცნობილი ძალიან მდიდარი ხალხის კომპანიებში მიმუშავია.
მარინსკის ბალეტი მინახავს.
ვენის დე მაილოს შევხებივარ ხელით
გაი ფოქსის პაბში დავმთვრალვარ.
შემყვარებია და შევყვარებივარ გიჟივით.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან და ჩანსელორთან ერთ ოთახში ვყოფილვარ.
გურიის მდინარეში მიბანავია.
ყინვის ლოლებით მიხმალავია.
პანთენონში ავსულვარ ათენში.
გამოყლევებამდე მიორგაზმია.
ფრიდა კალოს სარკეში ჩამიხედია.
ორჰან პამუკის "ისტამბული" მინახავს მისი წიგნის განრიგით.
ჩემ ადგილის პარლამენტარისთვის დამიჭოჭია, მოთხოვნები წამიყენებია და შეუსრულებია.
მინადირია.
მონა ლიზას ღიმილი მინახავს.
საუკეთესო მეგობრებისთვის ბევრი სისულელე გამიკეთებია.
ღამე გამითენებია ცის ქვეშ.
ძროხა მომიწველია და ყველი გამიკეთებია.
მოსკოვში ზამთარში ესკიმო მიჭამია.
დედის ტრაკი მიგინებია რეალურად. ბევრჯერ.
კლიდან გადმომხტარვარ მდინარეში.
მანეჰტენზე მისეირნია და მიშოპინგია.
ვეშაპები მინახავს კანადაში.
გუნდი მაბარია და გამომიცდია სხვა ხალხის მართვა.
ხელი დამირტყმია. ხელიც დაურტყიათ. სტრელკებზე გავლახულვარ და გამილახია.
ლონდონის სქვეარ მაილში მიმუშავია.
დიდი სიყვარული გამომიცდია.
ტყემლის ხეზე ამძვრალს ბალი მიჭამია. ვიღაცას რაღაცას ვუმტკიცებდი და ორი ხე ვნახე ერთად დარგული.
ნობელის პრიზის მქონე ეკონომისტისთვის ბობ შილერისთვის ხელი ჩამომირთმევია.
ძველის ძველ პაბებში დამილევია.
ხალხი ყოფილა ჩემზე დამოკიდებული და კრიტიკულ მომენტებში დავდგომივარ მხარში.
ოკეანეში მიცურია.
120 წლის აშენებულ სახლში მიცხოვრია.
თავისუფლების გემო გამიგია.
რავი არ მახსოვს ყველაფერი რა გამიკეთებია. ზოგი არის კიდე პრივატული რამეები რისი დაწერაც არ მინდა. ჯერ ჯერობით საინტერესო ცხოვრება მქონდა. ახლა მთავარია შევინარჩუნო ეს მომენტუმი და შემდეგი 20 წელი კიდე ერთი ამდენი შევმატო.
არადა ვიღაც ბათუმელი გოგოშკა ვარ ბლია. ვაბშე არავინ არ ვარ. აი აბსოლიტურად არავინ. ბათუმში პლიაჟზე დავწექი ზურგით და ცას ავხედე... ვიოცნებე და მერე ავიხდინე.