#58065147 · 28 Jun 2021, 18:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ელგებეტეს მიმართ აგრესია რომ დროთა განმავლობაში ჩვენს ქვეყანაშიც უფრო და უფრო სტიგმატიზირებული, ხოლო ჰომოფობები უფრო გარიყულები იქნებიან - ამაში ორი აზრი არ არსებობს
საკითხავია ის, რამდენად გვიან მოხდება ეს
ევროპელობას და ევროკავშირობას რაც შეეხება. უნგრელებს, პოლონელებს და ჩეხებთ აქვთ იმის ფუფუნება რომ თან ევროპელობაზე ქონდეთ პრეტენზია (რადგან არიან ევროპელები) და თან მიჭირხვნონ ნამეტანი ელგებეტიზმი. ჩვენ კი რაც უფრო პაპუასობას ვაჩვენებთ ამ მხრივ და სირია-იამაიკის დონის ჰომოფობიას, უფრო ნაკლებად მოუნდება იმ ევროპარლამენტარს რომ ოდესმე ქართველის ჭაჭანება დაინახოს ბრიუსელში იქნება თუ სტრასბურგში
არსებობს პრორუსული გზა და 'და პარი და ვრემენი' ვიქნებით ანალურად დაცულები, სადაც იმნაირებზე ლაპარაკი ტაბუდადებული თემა იქნება, და არავინ არაფერს დაუშავებს რამდენადაც ფარდებს მიღმა იზამენ რა ჯანდაბაც უნდათ, მაგრამ ეგ რუსეთიც ადრე თუ გვიან გამოელგებეტდება, რადგან ეგ ისეთივე შეუქცევადი პროცესია, როგორც 150-200 წლის წინ ბატონყმობის გადაგდება იყო, ან თავად-გლეხის თანასწორობის იდეა კანონის წინაშე და ა.შ.
რეალურად რომ დაფიქრდე, არავის ტრაკის საქმე არ არის ჩემს მეზობელს კაცი მოწონს თუ ქალი, რამდენადაც არასრულწლოვნებს არ რყვნის და ფსიქიკას არ უზიანებს. არათუ არავის ტრაკის საქმე არ არის, არამედ არც უნდა ცხვენოდეს ასეთ ადამიანს იმის გამოააშკარავება თუ რა ორიენტაციის არის, რადგან ეგეთი მალული გეებისგან ვიღებთ ხშირად ყველაზე ბობოქარ ჰომოფობებს (თვითმოძულეობიდან და თავისი 'ავადმყოფობის' კომპენსირების / ცოდვის გამოსყიდვის სურვილიდან გამომდინარე) , ასევე ყალბ ფიქტიურ ოჯახებს, სადაც ქალი უბედურია და კაცს ვითომ ცოლი ყავს და ა.შ. ჯობია ყველაფერს თავისი სახელი ერქვას.
|