Huro
financial times

      
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 17382
წევრი No.: 136566
რეგისტრ.: 3-October 11
|
#58068136 · 29 Jun 2021, 09:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ უპყრიანია პირველი ოცნებით დავიწყოთ. რაიმე განსაკუთრებული არაფერი შემოუთავაზებია, ისევ იგივე ნარატივი რაც აქამდე იყო. იმდენად მარაზმში გადადის ამ ნაციონალების გინება, უკვე ეჭვი მაქვს ოცნების გულწრფელ და თავგადაკლულ ფანსაც კი ყელში აქვს. საშინელი საყურებელი და მოსასმენი.
ნაციონალური მოძრაობა. დაახლოებით ანალოგიურის თქმა შეიძლება ამათზეც, ისევ იგივე ნარატივი რაც აქამდე უბერავდნენ, უსმენ და მხოლოდ ერთი აზრი გამოსჭვივის, რომ სანამ ოცნებაა ხელისუფლებაში მანამ არაფერი შეიცვლება და დროზე ესენი უნდა წავიდნენ. მათი გაიდლაინი ესაა და მხოლოდ ეს, რაც ჩემი აზრით ასევე ცოტა მოსაბეზრებელია. ოღონდ ნაციონალურ მოძრაობას აქვს ერთი განსხვავება, არის საკმაოდ დიდი პარტია, ყავს საკმაოდ ბევრი დეპუტატი პარლამენტში და მათი ინდივიდუალური გამოსვლებით, სხვადასხვა პრობლემებზე მაინც მიდის საუბარი. საბოლოო ჯამში არ ცვლის სურათს, მათი სათქმელი არის რომ აუცილებლად უნდა წავიდეს ოცნება და სანამ არ წავა მანამ არაფერზე საუბარს აზრი აქვს.
ლელო. ამათ სულ რო 10% აიღონ არჩევნებზე, მაინც 2 კაცზე დაფუძნებული პარტია იქნება, აქედან ხაზარაძე აშკარად სწორ რაღაცეებზე ურტყამს, კონკრეტულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, ცდილობს მათემატიკურად და რიცხვებით ისაუბროს, ადვილად გასაგები რო გახდეს რა ტრაკში ვართ, მაგრამ რადგან ბანკირია, ადვილად აშავებენ. რაც შეეხება ბადრის, ამ კაცს ყოველ სიტყვაში ეტყობა, რომ უკიდურესი აბიზალოვკა იყო მისი პოლიტიკაში მოსვლა, არც პოლიტიკოსია, არც სირვილი აქვს, არც ქარიზმა და საერთოდაც ცოტა გაუგეობრაბაშია მოხვედრილი.
იუნკერა და მისი ძმადნაფიცი. ყველაზე საინტერესო ფენომენია ეს ორი. თუ ობიექტურად შევხედავთ, იოსელიანი საკმაოდ კარგი პოლიტიკოსი ყალიბდება. დღევანდელ სპეკტრში ეგეთი კადრი მაგარი იშვითია, დალაგებული საუბარი, გაწონასწორებული, იშვიათად აღელვებული. სწორი აქცენტების დასმაც შეუძლია, კარგადაც მსჯელობს და კამათიც აშკარად მაგრად გამოდის. ერთი სიტყვით გერმანიაში და ბელგიაში რომ დავადებულიყო სერიოზილი პოლიტიკოსი იქნებოდა, შეიძლება ევროპარლამენტარობაც მოერტყა. ცალსახაა მისი ასეთი სახე, განსაკუთრებით ნეიტრალურ ამომრჩეველში სიმპატიას იწვევს, მაგრამ აზრი? გამოვა ელისაშვილი და წყალში ჩაყრის ყველაფერს. თითქოსდა ისწავლა ამ კაცმა ცოტა დიპლომატია, აი 10 ბალიანი სისტემით დღეს 1ს დავუწერდი, ადრე მინუსებში იყო, მაგრამ რაღაც არაბუნებრივი და ამაზრზენი ლაქუცი ოცნების, ოპოზიციის ყოვლად გაუზრებელი და არასაჭირო ლანძღვა გინება. ხანდახან შთაბეჭდილებაც მრჩება, რომ განათლებაშიც მოიკოჭლებს, თბილისის ისტორია იცის და ეგაა. დიდად ერუდირებული შთაბეჭდილებას არც ტოვებს. მოკლედ რო ვთქვა, 1% იანი პარტიაა, რომლსაც იოსელიანი ცდილობს რომ 2% იანი გახადოს, მაგრამ არაფრით ელისაშვილი ამის უფლებას არ აძლევს.
პატარა ვაშაზემ მგონი დაიკავა ის ნიშა, რასაც ოპოზიცია უნდა აკეთებდეს. ისე ამის მცდელობა ლელოსაც აქვს ვაღიაროთ. ცდილობს კონკრეტული შეკითხვებით მთავრობის ლუსტრაციას. ეს ცალსახად საკმარისი არ არის, მაგრამ კარგი ნიშა აქვს აღებული. ცოტა განდიდების მანიით შეპყრობილი ტიპის შთავეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ზოგადად ოპოზიციონერი ასეთუისე მსგავსი უნდა იყოს, თუ კანონპროექტების გატანასაც დაუმატებს.
ბოლოს ჯაფარიძეზე და ახალ გირჩზე. არ ვიცი ვინ ურჩია, ან რა პრინციპია, ან რა ტრაკის თამაშია, მაგრამ ასეთი უაზრო გადაწყვეტილება ჯერ ამ გაჭირვებულს არ მიუღია. ჯაფარიძეზე ჩამოკიდებული პარტიაა, რომელსაც სხვა სპიკერი არც ყავს. განა ცუდი ან კარგი, საერთოდ არ ყავს. ეგ ერთია. და ამ ერთს ეძლეოდა შანსი ტრიბუნიდან საქმე ეკეთებინა და ელექტორატი დაეთრია, მაგრამ დაიკიდა. ჩემი აზრით სერიოზული შეცდომა დაუშვა. ამათ დაკადაკაში საერთოდ მიავიწყდებათ გირჩიც და ეგ ჯაფარიძეც ხალხს. უკვე ერთ ადგილს ტკეპნიან და თუ ასე გააგრძელეს დარჩება მუდამ 3% იან პარტიად, რომლიც მიზანი წლიდან წლამდე ფრენდაიზერების მოძიება იქნება. იმედია შეცვლიამ რამეს.
ძველი გირჩი ვერაფერი გავიგე. მგონი ვახტანგას მიყავს პრაიდი და ვერაა ეგ მთლად თავის მატორზე. არ ვიცი. რაღაც კარგი იდეები აქვთ და იმედია იმას მაიმც გაატარებენ.
ბოკერია - ჯობდა ისევ რიგითი ნაციონალი ყოფილიყო, ვიდრე საკუთარი პარტიით ნელნელა გამქრალიყო.
საბოლოო ჯამში, თუ გადავხედავთ ამ ელექტორატს, უკვე ნათელი ხდება რატოა გდპ 4.5კ დოლარი. ნახევარი მილიონი სოციალურად დაუცველი და ასე შემდეგ. მაგრად უჭირს ქვეყანას ფაქტია. ყველა ეს პარტია რო გააერთიანო და 15 კაცის ამოკრების საშვალება მოგცენ, ვინც გინდა აირჩიე და ეგ მოიყვანე ხელისუფლებაშიო, ალბათ ვერ აარჩევ.
|