ეს იყო რამდენიმე წლის წინ
2016 წელს „იმნაირმა“ ხალხმა დამპატიჟა „ბასიანში“. იქამდე არც კი ვიცოდი ასეთი კლუბი საერთოდ თუ არსებობდა და როცა მითხრეს რომ „დინამოს“ სტადიონთან ახლოს არისო ძალიან გამიკვირდა რადგან იქ ადრე არავითარი კლუბი არ მინახავს. მაგ მიდამოებს კი საერთოდ კარგად ვიცნობდი
მოგვიანებით გავიგე თურმე სადაც ყოფილა სინამდვილეში - საკმაოდ მოფარებულში
მე იმ ღამისათვის საგანგებოდ გამოვიპრანჭე, რაც არ უნდა იყოს პრაქტიკულად პირველად მივდიოდი ღამის კლუბში (ადრე სათოფეზე არ ვეკარებოდი ასეთებს, უბრალოდ არ მაინტერესებდა) და იქ მე უნდა ვყოფილიყავი ნამდვილი გოგონა!
წარმოიდგინეთ ჩემი
ცოტათი პროვოკაციული ჩაცმულობა:
1) წითელი კოხტა ტრუსიკი (თუმცა გარედან ეს არ ჩანს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია) - არა ტანგა! ტანგებს ვერ ვიტან
2) ბადისებური შავი ჩულქები („ბოზებს რომ აცვიათ“), ეს ძალიან მიყვარს

3) მაღალქუსლიანები (თუმცა მათზე დგომა და მით უმეტეს ცეკვა მიჭირს)
4) მოკლე კაბა, ურცხვი გოგოს შთაბეჭდილება რომ დავტოვო
5) წითელი ლიფი, კარგად რომ ჩანს გარედან
6) ქერა პარიკი. ვაგზლის ბაზრობაზე რომ ვიყიდე გამყიდველმა ქალებმა ცოტა ეჭვის თვალით შემომხედეს, მგონი მიხვდნენ რომ ჩემთვის მინდოდა.
სახეზე მაკიაჟი - ტონალური კრემი, პომადა და ა.შ. მოკლედ, უცნობ ადამიანს მე მართლა გოგო უნდა ვეგონო და ეჭვი არაფერში არ უნდა შეეპაროს
საღამოს 11 საათზე მე უკვე დათქმულ ადგილას ვიყავი და თავს ცოტა უხერხულად კი ვგრძნობდი. შესასვლელთან ჩემთვის სრულიად უცნობი ხალხი იდგა და მგონი ცოტა ირონიულად მიყურებდნენ, თუმცა მშვენივრად იცოდნენ ვინც უნდა მოსულიყო ამ საღამოს ამ კლუბში - ბოლოსდაბოლოს თვითონაც ხომ „იმნაირები“ არიან.
ცოტა იქით კი ტაქსის მძღოლები იდგნენ, პრინციპში იმათაც კარგად იციან ხვალ დილით რა კატეგორიის ხალხის წაყვანა მოუწევთ სახლში, მაგრამ მე მაინც თავს უცხოდ ვგრძნობ
აი რა ხდება თვითონ „ბასიანში“: ჯერ ჩადიხარ კიბეებზე და აღმოჩნდები მის ბნელ ჯურღმულებში. ერთი ოთახი მანდ გარდერობია სადაც ტანისამოსს აბარებ, ხოლო მის გვერდით.................სწორედ იქაა მთავარი, დიდი ზომის დარბაზი სადაც ლამის ცხენიც კი გაჭენდება.
თითქმის სრული სიბნელეა ამ დარბაზში, მაგრამ ხალხი უკვე ბლომადაა მოსული

და აი ერთ ადგილას მე ვამჩნევ რამდენიმე სხვა ტრანსგენდერს, მე მათ ადრე არ ვიცნობდი, თუმცა სხეულის აგებულებით, ლაპარაკის მანერებით და ზოგი სხვა ნიშნით მე იოლად ვხვდები რომ ესენი გენეტიკურად/ანატომიურად გოგოები არ არიან. ყველანი საყვარლად იყვნენ შემოსკუპებული ამაღლებულ ადგილას
მე აქ ჩემს მშობლიურ სტიქიაში ვარ

გარეგნულად ბიჭს უკვე სულაც აღარ ვგავარ და უცნობი ადამიანისათვის (და ვინც აქ მოდის თითქმის ყველა ჩემთვის სრულიად უცნობია) მე გოგო ვარ და ცხადია რომ ძალიან მიხარია როცა მართლა გოგო ვგონივარ ყველას. ნუ ერთი ისაა რომ
ცოტა განიერი მხრები კი მყიდის ხანდახან.
საცეკვაო დარბაზი ეს კარგი, მაგრამ კიდევ რა ხდება აქ?
მაგალითად დარქ-რუმი!
დარქ-რუმი („ბნელი ოთახი“) ეს რამდენიმე, ნახევრად ბნელი ოთახია ყველასათვის გასაგები დანიშნულებით
ვერ ხვდებით? ახლავე აგიხსნით.
აი შეხვედით ერთ-ერთ მათგანში სადაც თითქმის უკუნი წყვდიადია. შუაში ერთი დივანია (ეს სიტყვა ცოტა პირობითია, მაგრამ სხვა რა ვუწოდო არ ვიცი. უბრალოდ შეიძლება მასზე წამოწოლა და სულ ესაა), ხოლო მის გარშემო კედელთან მსგავსი დივნებია.
მე წამოვწექი კედელთან. იქ ხომ სხვებიც არიან, მაგრამ მე მათ სახეებს თითქმის ვერ ვხედავ - უკუნი სიბნელეა, მხოლოდ ათასში ერთხელ ვიღაც ან ასანთს და სიგარეტს აანთებს და შეიძლება წამიერად სახეებს თვალი კი მოკრა, მაგრამ ძნელად თუ იცნობ მათ. სამაგიეროდ პირის წკლაპუნის ხმით მიხვდები რომ ერთი გეი მეორეს მინეტს უკეთებს!
საერთოდ გეების სექსს საკმაოდ ხშირად შევხვედრილვარ, ერთხელ ჰეტეროების სექსსაც დავესწარი, ხოლო ლესბოსელების სექსი არ მინახავს, თუმცა ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა.
მთავარ დარბაზში კი ცეკვავენ და ცეკვავენ, ჯოჯოხეთური ღრიანცელი მთელი ღამე გრძელდება (თუმცა მისი ხმა გარეთ არ გადის) და სადღაც დილის 9 საათისთვის მთავრდება, მე ფეხები სასტიკად მტკივა, ასე ძალიან ფეხები სამთო ლაშქრობაშიც არ მტკენია არასოდეს

მუსიკა ხომ საოცრად მიმზიდველია, აი მკვდარს რომ გააცოცხლებს

იქამდე არც ცეკვა მიყვარდა და არც ღამის კლუბებში დავდიოდი, ხოლო ამ სიტუაციამ შემაყვარა, მაგრამ სადღაა
უნდა ითქვას რომ ასეთ დისკოთეკაზე ძალიან ეფექტურად ჩანს სტრობოსკოპური განათება. ადამიანები თითქოს დროში გაიყინებიან და ცალკეულ კადრებად იშლება მათ მოძრაობა
ისე, პირველად სწორედ ასეთ დისკოთეკაზე გამოვცადე რა უცნაური გრძნობაა როცა სხვა ადამიანს ტრაკს ტრაკზე გაუხახუნებ, ეს გიცდიათ? თან როცა ორივეს ტაკუნები ძალიან რბილი და თბილია

თითქოს ტრაკების ზასაობა გამოდის
მაგრამ ამ გართობაში მთავარი განა მუსიკაა, არამედ ის შეგრძნება რომ თითქოს სხვა პლანეტაზე ხარ, მოწყვეტილი ხარ ქართულ რეალობას რომელიც მხოლოდ ერთი ღამე გრძელდება...................
ჯადოქრული ღამე მთავრდება, მე გარეთ გამოვდივარ და უბანში ცხადია კაი ბიჭი ვხდები