Nika Gvaramia
23 წთ ·
საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის უვადოდ დანიშნულმა რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზია საპატრიარქოს რუსული ფრთის გადაწყვეტილება და მოთხოვნა რექტორისადმი, სასწავლო მოდულიდან ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ამოღება.
დეტალები მთავარში ცხრაზე.
--------------------------------------
ახალი სკანდალი საპატრიარქოში - მეუფე იაკობთან კონფლიქტის გამო საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორი გადადგა
ახალი სკანდალი და დაპირისპირება საპატრიარქოში - ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე, რომელიც თანამდებობაზე მუდმივად იყო დანიშნული, გადადგა.
დაპირისპირების მიზეზი, უნივერსიტეტში საპატრიარქოს „წარმომადგენლის“ (სტატუსი ასეა განსაზღვრული) მეუფე იაკობის მიერ უნივერსიტეტის მართვის საკითხებში ჩარევაა.
„მე დავწერე გადადგომაზე განცხადება, ვინაიდან ჩემი და პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ხედვები არ ემთხვევა ერთმანეთს უნივერსიტეტის განვითარებაზე. სანამ პატრიარქი არ განიხილავს ამ საკითხს, იქამდე საუბარს არ ვაპირებ“, - აცხადებს ვარდოსანიძე.
პარალელურად, ანალიტიკოსმა გოჩა მირცხულავამ CNews-ს განუცხადა, რომ სერგო ვარდოსანიძის მიერ დასახელებული მიზეზი არაა ერთადერთი და საკვანძო, რამაც რექტორის გადადგომა განაპირობა.
„ეს არ გახლავთ ერთადერთი მიზეზი, ეს უფრო საზოგადოებისთვის დელიკატურად მისაწოდებელი მიზეზია, რადგან უნივერსიტეტში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია. ვერავინ უარყოფს, რომ მეუფე იაკობმა უნივერსიტეტი პირად საცხოვრებლად აქცია - ამ შენობაში სძინავს და შავბნელსაქმიანობს. მასთან თითქმის ყოველდღიურად იკრიბებიან საეჭვო რეპუტაციის პირები და უნივერსიტეტის კედლებში როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ასევე სტუდენტები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ეს ადგილი ნარკოტიკების მოხმარებისა და სხვადასხვა გარჩევების უსაფრთხო ადგილად იქცა. ამის გარდა, არის უამრავი საკითხი, რითაც მეუფე იაკობი კარგახანია, ცდილობს მდგომარეობის იმ ზღვარამდე მიყვანას, რომ უნივერსიტეტი დაუხუროს და მისი ორი კორპუსი სამომავლოდ სასტუმროდ ან ბიზნესცენტად გადაკეთდეს“, - განუცხადა CNews-ს გოჩა მირცხულავამ.
მირცხულავა განმარტავს, რომ მისი ინფორმაციით ვარდოსანიძე ამ დრომდე არ შეხვედრია საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, რომელსაც აქვს მისი გათავისუფლების უფლება. მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, ბატონმა ვარსოსანიძემ ვერ გაუძლო რეალურ ორხელისუფლებიანობას, რომელიც ამ დროისთვის უნივერსიტეტშია და ამიტომ, მეუფე იაკობის წინაშე პოზიციების დათმობამ მოუწია.
„ჯერ კიდევ გასულ კვირას მაცნობეს საპატრიარქოდან, რომ ბატონა ვარდოსანიძემ განცხადება პატრიარქის მდივან-რეფერატს შორენა თეთრუაშვილს ჩააბარა და მისგან მიიღო რჩევა, რომ არ ეჩქარა, თუმცა ცხადია, რომ მეუფე შიოს ფრთამ პროცესი დააჩქარა და ვარდოსანიძის გადადგომის განცხადებაზე დროზე ადრე გაავრცელს ინფორმაცია. მოსაყდრე მზად არის, მეუფე იაკობს სამომავლო მხარდაჭერისა და ლოიალობის სანაცვლოდ არათუ უნივერსიტეტი, ბევრი სხვა სიკეთეც დაუთმოს და ბევრ რამეზე დაუხუჭოს თვალი“, - განაცხადა მირცხულავამ.
შეგახსენებთ: სერგო ვარდოსანიძე 2018 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორად.
ამასთან, სერგო ვარდოსანძე პატრაიქრის პირადი ბიოგრაფი და მრავალი მონოგრაფიისა და წიგნის ავტორია.
https://cnews.ge/home/news_description/1177...P0bJpeXYBjH95MM[B]