სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში - პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებიდან ირკვევა, რომ მძიმე დანაშაულში პოლიციის თანამშრომელიც ფიგურირებს.
2021 წლის 30 ივნისს, ზესტაფონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სუფრაზე სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც რ.ბ.-მ ლ.ზ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან ვ.ბ.-ს ესროლა. გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად ვ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ მომხდარი დანაშაულის შემდგომ ხ.გ.-მ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაანადგურა. "- ვკითხულობთ მთავარი საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებიდანვე ირკვევა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ.ზ. დააკავეს.
ასევე, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები) რ.ბ., ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისთვის (368-ე მუხლი) ხ.გ. დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გმომძიებელ ლ.ზ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoe...-mokhda-zestapo * * *
სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება, რომელიც მკვლელობით დასრულდა - ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც პოლიციელის იარაღიდან ესროლეს.
სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება, რომელიც მკვლელობით დასრულდა - "კურიერმა" იმ პირის ვინაობა დაადგინა, რომელსაც ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩაზე პოლიციელის კუთვნილი იარაღიდან ესროლეს.
როგორც "კურიერმა" გაარკვია მოკლული ხარაგაულში მცხოვრები 31 წლის ვანო ბანცაძეა. ის პროფესიით მექანიკოსი იყო და ერთ-ერთ ჩინურ კომპანიაში მუშაობდა.
ვანო ბანცაძე ზესტაფონში მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრაზე დაპირისპირება მოხდა, რომელიც მკვლელობით დასრულდა.
ამ ეტაპზე უცნობია, იცნობდა თუ არა მოკლული მამაკაცს, რომელმაც იარაღიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
"კურიერის" ინფორმაციით, ვანო ბანცაძეს სამართალდამცავის კუთვნილი იარაღიდან ესროლეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობა დანაშაულის იარაღის მფლობელი პოლიციელის ბიძამ ჩაიდინა, რომელიც უკვე დაკავებულია.
უცნობია დაკავებულია, თუ თავად არა პოლიციელი, რომელსაც მკვლელობის იარაღი ეკუთვნოდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
https://rustavi2.ge/ka/news/203286