პატარა პარტიები ეცდებიან, "ოცნებას“ 43%-ის გადალახვაში დაეხმარონ - კვესელავა
"ვადამდელი არჩევნები ყველას არ აწყობს, პარადოქსულად მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს არ აწყობთ იმ პატარა პარტიებს, ვინც პარლამენტში არიან, ფული აქვთ დახარჯული და უკვე გამართულები არიან. ისინი ეცდებიან, რომ "ოცნებას" 43%-ის გადალახვაში დაეხმარონ, რათა ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნოს, რადგან მათ შესაძლოა შემდგომ არჩევნებზე პერსპექტივა არ ჰქონდეთ - ამის შესახებ "რეზონანსთან" პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ განაცხადა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პატარა პარტიები ეცდებიან, "ოცნებას“ 43%-ის გადალახვაში დაეხმარონ - კვესელავა
"იგორ კვესელავას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა ოპოზიციის ამ ფლანგის საშუალებით 43% გადალახოს. ეს რა თქმა უნდა "ოცნებას" უნდა, მაგრამ ეს უნდა ოპოზიციასაც. იმ პარტიებს, რომლებიც 1-2 კაცითაა წარმოდგენილი, რაში სჭირდებათ, რომ ბრძოლა და კამათი თავიდან დაიწყონ, დახარჯონ ფული და ისიც ან მოიგებენ, ან ვერა. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, ისინი მხარს "ოცნებას" დაუჭერენ.
მართალს ამბობს კვესელავა
ორპროცენტიანი ქოცსატელიტი პარტიუკები (კომბლე რაინდა--ბოყვერია--სტრატეგა--ელო--კლელო--შიშკები--ბურატინო თვალთხარია)რათქმაუნდა ქოცებს დაუჭერენ მხარს