ამაზე გამახსენდა
შარშან ზაფხულს, ნაწნავები როდესაც მქონდა, ავედი ავტობუსში და გვერდზე მომიჯდა ვინმე აპრიატნი შავკანიანი ახალგაზრდა
მეორე, შავკანიან მეგობართან ერთად იყო, რომელიც ფეხზე იდგა
მოკლედ ინგლისურად მითხრა კომპილენტი ნაწნავებზე, მეც მადლობა გადავუხადე და ზედაპირულად შევლაპარაკდით ინგლიშზე
ამ დროს გვერდზე და მოპირდაპირე მხარეს 40- წლის ორი ტიპიური მოძველბიჭო გრუზინი იჯდა, ერთი თავსლიპინა და ღიპიანი, მეორე ძალიან გამხდარი, მაკასინებში და კენგოლით
მოკლედ გვიყურებენ, გვიყურებენ... დაჟინებული, სიძულვილნარევი, ცოტა შურიანი მზერითაც კი და ხმამაღლა ლაპარაკობენ: "აი ჩამოდიან ვიღაც ტურტლიანი ზანგები და მერე ჩვენს გოგოებს გვართმევენ", "ფუ თქვენი, წაეთრიეთ თქვენს აფრიკაში". მოკლედ მსგავსი რასისტული ეპითეტებით ამკობდნენ.
ამ ორ შავკანიან ბიჭს ქართული სცოდნიათ და საკმაოდ მშვიდ და აუღელვებენ ტონში ეუბნებოდნენ: "რატომ გვაყენებთ შეურაცხყოფას, თქვენთვის არაფერი დაგვიშავებია". ეს გრუზინები ყოველ ამათ პასუხზე სკამებიდან ლამის ხტებოდნენ, მერე ისევ სხდებოდნენ და რასისტულ ფრაზებს ისროდნენ, გამიშვიიიიი თემა იყო, მაგრამ ბოლომდე მაინც არ დგებოდნენ ხოლმე. ძალიან სასაცილო სანახავი იყო, თითქოს ბუასილი აწუხებდათ, ხან ადგებოდნენ, მერე დასხდებოდნენ და ისევ ახტებოდნენ:დ მოკლედ მომიტრიალდა ეს შავკანიანი ბიჭი და მეუბნება: "რა სამწუხაროა რომ ამდენი ბოროტი და რასისტი ადამიანი მხვდება აქ..". მეც ვამშვიდებდი, მეთქი არ მიაქციო უბრალოდ ყურადღება, იხტუნაონ და იყონ, მაინც ვერ შეაგნებინებ მეთქი.
ხოდა ამ დროს იმ გრუზინებიდან ერთ-ერთმა, კერძოდ კი ღიპიანმა, თავისთვის ჩაიბუტბუტა: "მეორედაც რომ ჩამსვან, ამ ზანგებში დანის გაყრას არ ვინანებ"-ო.
მეორედაც რომ ჩამსვანო ბიჭო
ხოდა, ისტორიის მორალი, კიარადა კითხვა რაშია: აი ასეთ ბიონაგავს რატომ ჰგონია ხოლმე ამ "ზანგებზე" თავი უკეთესი?
ერთ მხარეს კულტურული, უკონფლიქტო, მოვლილი, თავაზიანი შავკანიანი ბიჭები და მეორე მხარეს აი ეს ბიომასა
და კიდევ პრეტენზია რომ ექნებათ ქართველი ქალები რატომ თხოვდებიან უცხოელებზეო
ვის რა ჩემ ###დ სჭირდება აი ეს და მათნაირი გრუზინები