#58118307 · 11 Jul 2021, 00:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მყავს. ერთ-ერტი ბრალდებული ამონარიდი სასამართლოდან.
პრაქტიკულად გამათხოვრებული გაცხოვრა ოცნებამ კიდევ ქოცი რომ ხარ და თან + რუსეთუმე ქოცი + დანაშაულს ჩადიხარ! ეს რა დიაგნოზია?
მოძალადე ადამიანი არ გახლავართ, გამოძიებას არ დავემალები, 5 წლის შვილი მყავს, შვილს მივემალო? 6 წლამდე პატიმრობა მემუქრება, 5 წლის ბავშვს ვინ გამიზრდის? დედა მე არ მყავს, მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, წარმოგიდგენიათ რომ სადმე გავიქცევი?- ამის შესახებ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულმა გიორგი ნასყიდაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ის აქციაზე არ მიდიოდა და იქ შემთხვევით მოხვდა.
„ქალაქის ცენტრში ვცხოვრობ, ჩემ გარშემო მთავრობის წარმომადგენლები ცხოვრობენ, ჟურნალისტები 24 საათის განმავლობაში, როგორც სამართალდამცავები მორიგეობენ, ისე მორიგეობენ ჩემი სახლის წინ. ვერავინ იტყვის ჩემზე, რომ ოდესმე თუნდაც, სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიმეყენებინოს ვინმესთვის, ყოველდღიურად ფეხით გადავაადგილდები, საკუთარი ავტომანქანა არ მყავს, ხელოსანი ვარ და მთელ ქალაქს ფეხით ვუვლი, ადამიანს ვერ ნახავთ, ვინც იტყვის, რომ რამე დამირღვევია. 5 ივლისს რა მაისურიც მეცვა, სამართალდამცავებს ჩემი ხელით მივეცი, ვინმემ დამიმტკიცოს რაიმე ჯგუფში ან ერთ მიტინგზე მაინც თუ ვჩანვარ, ამ ბრალდებას მთლიანად ავიღებ. თავს აბსოლუტურად უდანაშაულოდ ვგრძნობ, მოძალადე ადამიანი მე არ გახლავართ, გამოძიებას არ მივემალები, 5 წლის შვილი მყავს, შვილს მივემალო? 6 წლამდე პატიმრობა მემუქრება, 5 წლის ბავშვს ვინ გამიზრდის? დედა მე არ მყავს, მამას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, წარმოგიდგენიათ რომ სადმე გავიქცევი? 300 ლარზე მუშაობს ჩემი მეუღლე. კანონით ხომ მართალი ვარ და ღმერთთანაც მართალი ვარ! მე ჩემ საქმეზე მივდიოდი, კამერები ამოიღეთ, ტრანსპორტი არ იყო, ავტობუსი რომ ყოფილიყო, ასეთ გაუგებრობაში არ აღმოვჩნდებოდი. 5 წუთიანი გავლა მქონდა რუსთაველზე, იქ სხვა კავშირი არ მქონია", - განაცხადა ნასყიდაშვილმა.
--------------------
...
|