ვინები არიან რო?


ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ახალი პარტია 29 მაისს დააფუძნა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახარიას პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებდა. გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ ოპოზიციური პარტიების წევრები. მედიით გავრცელებულ ამ ინფორმაციას ასევე უარყოფდნენ პარტიის წარმოამდგენლები და ამბობდნენ, რომ დამფინანსებლების შესახებ დეტალები საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იქნებოდა.
სახელმწიფო აუდიტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პარტია უკვე 12-მა პირმა დააფინანსა – პირველი ტრანზაქცია კი 8 მაისს განხორციელდა.
მათ შორის არიან პარტიის წევრები. პარტიას ამ დროისთვის ყველაზე მეტი თანხა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ალექსანდრე მოწერელიამ შესწირეს: 25 -25 ათასი ლარი.
ამ დროისთვის, გახარიას პარტიას უკვე 105 213 ლარი შესწირეს.
პარტიის შემომწირველთა სრული სია კი ასე გამოიყურება:
გიორგი ხოჯევანიშვილი — 25 000 ლარი;
ალექსანდრე მოწერელია — 25 000 ლარი;
ნიკოლოზ ბარამაშვილი — 24 195 ლარი;
გიორგი ჭანტურია — 8 545 ლარი;
ანა ბუჩუკური — 5 000 ლარი;
გიორგი გოგუაძე — 5 000 ლარი;
ედიშერ გორგილაძე — 4 000 ლარი;
დავით ფარცვანია — 2 125 ლარი;
ერასტი ელიჯარაშვილი — 2 100 ლარი;
სოფიო მდინარაძე – 1 248 ლარი;
აკაკი გვიანიძე — 1 800 ლარი;
ტატო ედიშერაშვილი — 1 200 ლარი.
ფორტუნაჩკა This post has been edited by ტერა on 6 Jul 2021, 16:49