სალამი!
აღვწერ ცალ-ცალკე:
ა) სამსუნგ ნოუტ 5, ოქროსფერი, 2-სიმიანი, საერთაშორისო ვერსია, სულ ახალი ვიყიდე კიდობანში (ოზონი ერქვა მაღაზიას, 2-სიმიანი მხოლოდ მაგათ ქონდათ). მაღაზიაშივე დავაკარი ბრონი და ვუყიდე ქეისი.
რამდენიმე წელი იმუშავა აბსოლუტურად უპრობლემოდ.
6 თვის უკან შევუცვალე ელემენტი (ორიგინალი არ მიყიდია, აღარ ღირდა უბრალოდ, მაგრამ რაც ვაგზალზეა, ყველაზე ძვირიანი რეპლიკა ვიყიდე) და უკანა ხუფი. ცოტა ხანი ვიყენებდი, სანამ ახალი ტელეფონი არ ვიყიდე და ეს შევაგდე შიფანერკაში.
ბავშვმა მომთხოვა იუტუბისთვის გუშინ, გამოვიღე და ვეღარ ჩავრთე.
მერე რაღაცეები ვქექე ნეტში, ვაწვალე და მოკლედ დაუნლოად მოუდში გაიჭედა.
წავუღე მიშას პროგრამის გასაახლებლად ვაგზალზე, მაგრამ არ იწერებაო, შეიძლება უქმად დებისას რამე დაინესტაო, მოკლედ მექანიკურიაო. იტოგში, ამისი ნერვი აღარ მაქვს, ძაან კი მიყვარს და მენანება (2300 ლარი მივეცი თავის დროზე), მაგრამ ტყუილა გდებით გაფუჭებას ჯობია წაიღოს ვინმემ (ეჭვი მაქვს, მცოდნე უმარტივესად გააკეთებს (დიმასთან მიტანა ვიფიქრე, ამრა ნერვი აღარ მაქვს რა) თუ ვინმე მსურველია, რომ თავად იჩალიჩოს, გააკეთოს და გადავუხდი)
გარეგნულად არის 9/10-დან, ეკრანი უნაკაწრო და ბრონით (თეთრზე ოდნავ ეტყობოდა ბარნი), კანტებზე ალაგ-ალაგ მიკრო ნაკაწრები. სტილუსი თავისი ორიგინალი.
ყუთი აქვს, ცხადია.
ფასი 150 ლარი
ბ) სმარტ საათი, მოტოროლა, მეორე გენერაცია, (მოტო - 2), 42 მმ, ვიყიდე ფორუმზე, წელიწადზე მეტი ვიხმარე უპრობლემოდ, მაგრამ ბოლოს ნელ-ნელა ელემენტი გაუბანძდა. გამოვიწერე ალიადან კარგი ხარისხის, ჩამოვიდა და ძმაკაცმა გადააწყო ესეც და თავისიც (იგივენაირი ქონდა იმასაც), პროსტო თავისი ჩაირთო და ეს აღარ.
ელემენტის ბრალი არ არის, გამორიცხა ეგ (გადაათამაშა დევაისებზე). მოკლედ, აწყობისას რაღაც გაუფუჭდა ალბათ, ან პლატაზე ფეხი, ან რამე ეგეთი. მოტოროლას სერვის ცენტრს თბილისში ვერ მივაგენი და ვაგზალზე ყველა ხელებს ასავსავებს, მოტო არ ვიცითო (ერთი ტიპია ვიღაც მარტო და იმანაც, საათებზე ვერაო).
მოკლედ, ძაან გულით მინდოდა გამეკეთებინა , მაგარი ლამაზია (განსაკუთრებით ამ სამაჯურით), მაგრამ ვერაფერი ვუშველე და შევაგდე გარაჟში. წეღან გამოვიღე და გავწმინდე. ის ახალი ელემენტი გაბერილი მომეჩვენა (დაინესტა ალბათ) და არ ვიცი იმუშავებს თუ არა.
თუ ვინმე გააკეთებს ან აქვს ასეთივე, ჩემს კორპუსში გადამიწყობს და მომყიდის, ფრიად დამავალებს და გამახარებს.
თუ არადა ვყიდი ამასაც.
ფასი 100 ლარი
ორივე ერთად 200 ლარი (ფასები მგონი სიმბოლურია - ორიგინალი სტილუსის, სამაჯურის, ეკრანის, ახალი ელემენტის და ა.შ. ფასების გათვალისწინებით)
[img]https://a.radikal.ru/a11/2103/9a/1181b75e5f14t.jpg[/img][img]https://c.radikal.ru/c11/2103/8a/868316798fdet.jpg[/img][img]https://b.radikal.ru/b22/2103/00/32bb597d9ea0t.jpg[/img][img]https://d.radikal.ru/d02/2103/90/18a749d0951at.jpg[/img][img]https://c.radikal.ru/c04/2103/c7/ee6239dc3c7ft.jpg[/img][img]https://a.radikal.ru/a28/2103/c8/b774f9c9464ct.jpg[/img][img]https://d.radikal.ru/d11/2103/0f/7d28d7044885t.jpg[/img] This post has been edited by aladini on 14 Mar 2021, 15:56