#58108062 · 8 Jul 2021, 08:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლენჩი და დიპლომი
გზად მიმავალმა ლენჩმა გზად დაგდებულ რაღაც ნივთს მოკრა თვალი. აიღო ლენჩმა პრიალაყდიანი წიგნაკი და წიგნაკის გარეკანზე ლამაზად ამოტვიფრული "დიპლომი" ამოიკითხა. (კითხვა ასე თუ ისე იცოდა.) ნეტავ ვისია, გაიფიქრა ლენჩმა და გადაშალა წიგნაკი. ჰოი საოცრებავ - მისი დიპლომი აღმოჩნდა. დიპლომში შავით თეთრზე და თეთრით შავზე მისი გვარი და სახელი ეწერა. ნეტავ რომელი დარგის სპეციალისტი ვარო, - აცქმუტდა ლენჩი.
თსუ-ს კულტურის, განათლების, და ასტრონავტიკის ფაკულტეტი ჰქონია წარჩინებით დამთავრებული.
"ღმერთი მაღლიდან იხედება!" - აღმოხდა აღტაცებულ ლენჩს. მთლად უფრო გამოლენჩებული ლენჩი ერთხანს გაურკვევლობამ მოიცვა და სკვერში შევიდა, სადაც ხის სკამზე თავადაც გახევდა. ის ვერავის ხედავდა და ვერ ამჩნევდა. ლენჩი გონება დაენისლა. ისე, ნათქვამი რომ არის: „ნისლში სახლები და გამვლელები, მოსჩანდნენ როგორც ნეგატივები...“
მაგრამ ვერც სხვები ამჩნევდნენ მის თავზე მოკიაფე სიშავეში გადასულ წითელ შარავანდედს და აურას. ეს შარავანდედი თანდათან მის გამოლენჩებულ გონებაში შეძვრა და იქ დაივანა და დაიმალა.
დამალულმა დემონმა გამოაძევა ლენჩის გონებაში აქა-იქ შემორჩენილი ადამიანურობის ფრაგმენტები და მოახდინა ლენჩის გონების სრული ოკუპაცია. მოხერხებულად მოეწყო. ლენჩის თვალ-ყურიდან გადმოაცუა ლენჩის გონებაში დარჩენილი სინდისის, სიყვარულის, სიკეთის ნაფოტები, გაიზმორა... მოჭიმა ენის სამართავი კუნთები
ის უკვე აღარ იყო ლენჩი. ის გახდა დემონი ადამიანის ფორმით.
დემონი ჭკვიანია, - ადამიანზე ათასჯერ ჭკვიანი. და ლენჩყოფილიც ჭკვიანი გახდა.
ყველა მის ნაცნობ-უცნობზე ჭკვიანი. დემონური სიჭკვიანე ჩაბუდდა მასში და გამოაძევა ყოველივე ადამიანური. გამოაძევა ბუნებით დაყოლილი ლენჩობით დაბინდული თანაგრძნობის, სინდის-ნამუსის, სიყვარულის, სიკეთის ნაფლეთები.
ლენჩყოფილი გახდა დემონურად ჭკვიანი და დემონურად „კეთილი.“ ახლა მან შეიცნო - მე კვლავ ძველებურად ადამიანად დავრჩები, ოღონდ ადამიანური ნიღბით, რომლის უკან კი ვიდგები დემონი და ყოველივე ადამიანური უცხო იქნება ჩემთვის.
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|