#58164791 · 23 Jul 2021, 20:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა მინდა მოგიყვეთ ისტორია რომელიც შეგვემთხვა იაშვილის კლინიკაში ,იმედი მაქვს გაითვალისწინებთ და აარიდებთ თავს მანდაურობას შეძლებისდაგვარად გუშნ 1 წლის ბავშვს აწუხებდა ძლიერი გულისრევა და სასწრაფოს დახმარებით გადაგვიყვანეს იაშვილში, 30 წუთი ვხსნიდით ისტორიას(უჟმური სახით ) , 30 წუთი სანამ გადაწყვეტდნენ როდის აეღო სისხლის ანალიზი , როდის აეღოთ კოვიდ ტესტი და როდის ავეყვანეთ პალატაშ, ოღნდ მართლა გადაწყვეტილების მიღებაში იყო 30 წუთი, შემდეგ როგორც იქნა მოიფიქრეს და გაგვიკეთეს სისხლის ანალიზი და კათეტერის ჩადგმისას ვერც ერთ ხელში ვენა ვერ იპოვეს და ღამის 4 საათზე განერვიულებულ დასტრესილ ბავშვს დაუამტეს 15 წუთიანი ძიძგილაობა და როგორც იქნა ჩაუდგეს ფეხში, ის ის იყო ძლივს ჩაეძინა ბავშვს და ვიფიქრეთ ცოტას დავისვენებდით ამ დროს გაახსენდათ კოვიდ ტესტი რომელიც რა თქმა უნდა თავიდანვე უნდა გაეკეთებინათ , გამოგვიფხიზლეს ისევ გვატირეს და წავიდნენ.შემდეგ აგვიყვანეს პალატაში სადაც იდგა "პრუჟინიანი" საწოლები რომლებიც ალბათ სოფელშიც არ უდგას აღარავის, ეს ბრუჟინები გამხმარი იყო და ხმელი, გადააფარეს 1 სიფრიფანა ნაჭერი და იქ დაგვაწვენინეს ბავშვი, ამ საწოლის სიგანე იყო ალბათ 60 სანტიმეტრიანი რომლიდანაც თავისიფლად შეიძლება ბავშვი გადმოგორდეს ,არც მოაჯირი ქონდა და არაფერი ანუ 1 წუთი თუ ჩაეძინა მშობელს შეიძლება სავალალოდ დამთავრდეს ყველაფერი.
მოკლედ წვალებ წვალებით გათენდა როგორც იქნა და ვფიქრობთ რომ გვეშველა თუმცა იწყება მეორე სერია : ბავშვი იყო "ჩასვრილი" და გადავწყვიტეთ ჩაგვებანა და შეგივყნვაეს რაღაც ოთახში სადაც ბავშვის კიარა ცხოველის დაბანაც არ მოგინდბოდა, იდგა ჟანგიანი ნიჟარა და მეორე ნიჟარაში დასვრილი ვედროები ეყარა, ნუ ეს ყველაფერი კარგი ჩავატარეთ როგორც იქნა და ერთი სული გვაქვს როდის წავალთ აქედან, ვკთხულობთ თუ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ეხლა რომ სახლში გავაღწიოთ, პასუხი არის ასეთი რომ თუ გვინდა ახლავე წასვლა გადავიხადოთ უნდა 300 ლარი , თუარადა მოვიცადოთ 24 საათი და გადავიხადოთ 130, ანუ ისეთ პირობებში გვაიძულებენ დარჩენას რომ სულ რომ კარგად იყო ალბათ ცუდად გხდები , თუარადა ფულს იხდი და გამოდიხარ რა ფაქტიურად ციხეში ხარ და განთავისუფლების სანაცვლოდ იხდი თანხას , ამ ყველაფერს მოყვა ჩემი პროტესტი თუმცა უშედეგოდ ( აგვიხსნეს რომ საყოველთაო არ შეეხებოდა თუ ეხლავე წავიდოდით და ბლა ბლა ბლა ) დიდი ჩხუბისა და ლანძღვის შემდეგ გადავიხადე 300 ლარი და წამვოედით დიაგნოზის დასმის გარეშე, ანუ არ ვიცით ბავშვი მოიწამლა, ენტერო ვირუსი ქონდა თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს.
არ ვიცი სად მიაქვთ ამდენი თანხა რომ ყავთ არაპროფესიონალი ექიმები, მოუწესრიგებელი პალატები და სველი წერტილები, და თან გვეუიბნებიან რომ სხვა კლინიკაშ უარესი ხდება და მადლბოა უნდა ვტქვათ რაც დაგხვდა და რომ არავინ გვეხვეწებოდა და გვაძალებდა იქ მისვლას , ნუთუ ცუდად მყოფ ნებისმიერ ბავშვს არ ეკუთვნის სუფტა მოწესრიგებულ და კომფორტულ პალატაში წოლა და პროფესიონალი მზრუნველი კეთილწგანყობილი ექიმების მომსახურეობა როცა მითუმეტეს 7 საათში გთხოვენ 300 ლარის გადახდას
მაინტერესებს მართლა ყველგან ასეთი საღორეა თუ ერთია გეშინოდეს ბავშვის ცუდად გახდომის და მეორე მისი კლინიკაში გადაყვანის
|