jangula
Fაქები ოპტამ

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10209
წევრი No.: 48520
რეგისტრ.: 4-December 07
|
#58112606 · 9 Jul 2021, 10:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„წავაგეთ, ყველანაირად შევირცხვინეთ თავი“ - მამა გურამ ოთხოზორია 5 ივლისის ძალადობაზე July 6, 2021 | ...
„წავაგეთ ჩვენ, ყველანაირად შევირცხვინეთ თავი“, - აცხადებს CNews-სთან საუბრისას მამა გურამ ოთხოზორია გუშინ 5 ივლისს, თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების კომენტირებისას.
- მამა გურამ, მოდით, საუბარი გუშინდელი დღის შეფასებით დავიწყოთ...
- ძალადობა ცალსახად დასაგმობია. 21-ე საუკუნეა და ყვალაფერი ეს ვიცით ჩვენ, ეკლესიამაც და საპატრიაქომაც თქვა, მშვიდობიანი იქნება ყველაფერიო. მანდ იყო სწორედ პრობლემა - ერთფეროვანი ხომ არაა მრევლი ან სასულიერო პირები? მეც სასულიერო პირი ვარ და პირდაპირ განვაცხადე, რომ არ დავდგებოდი. ვიცოდი, რომ ამის მართვა ძნელი იქნებოდა. ძალიან დიდი სულიერება უნდა გქონდეს, აზროვნება, ცნობიერება და ქრისტესმიერ სუფთა რწმენა, რომ ამ ცდუნებას გაუძლო. უხეშად რომ ვთქვა, იქ დადგე და ცოდვა გააპროტესტო და ცოდვილი არ შემოგელახოს, ეს არ არის ადვილი. ეს ძალიან ძლიერ ქრისტიანებსაც კი უჭირთ! შედეგი, რაც დადგა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ გაუკეთებია, სწორედ ამის შედეგია. ჩვენ ქრისტიანობისგან შორს ვართ და ბევრი რაღაცა გვაქვს ჯერ კიდევ სასწავლი, თუმცა ადამიანურად მესმის იმიტომ, რომ იმდენად იყო ეს ინფორმაცია წამოსული, რომ აი, დაკანონდება მამაკაცების ქორწინებაო. როდესაც ადამიანს მაზოლზე აჭერ ფეხს, რაც უნდა მშვიდობიანი იყოს, ინსტიქტურად ხდება ხოლმე წყობიდან გამოსვლა. მყავს ძაღლი, უშმვიდესია, მაგრამ იმასაც თუ რაღაც არ მოეწონება, კბილებს გვაჩვენებს, რაღაც საზღვარი აქვს ყველაფერს.
- მესმის, მაგრამ ჟურნალისტებზე ძალადობა პრაიდთან რა კავშირში იყო?
- არა, ეს ნამდვიალად არააა ნორმალური, უბრალოდ, ეს იყო ის მომენტი, როცა სხვა არაფერი დარჩა და ინფორმაციის ტყვეობაში ძალიან დაგეშილი, უხეშოდ რომ ვთქვა, იქედან მტრები მოდიან, სახელმწიფოს გვინგრევენ, ეკლესიას გვართმევენ, აი, ესე სჯერა, ასე ხედავას და ამის გამო მოიქცა ისე, როგორც მოიქცა. ეს არანორმალურია!
- თუ ვიღაც ვერ იაზრებს, რომ ამით ეკლესიას არ ართმევენ და სახელმწიფოს არ უნგრევენ, ეს ვისი ბრალია?
- საქართველო ცოტა სხვანაირი ტრადიციული ქვეყანაა, მართლმადიდებლობაა ძლიერი. პირდაპირ ვიტყვი, ევროპაში ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და არ არის მიღებული, იქ ლიბერალური საზოგადოებაა, მაგრამ ეს არის ნორმა. ჩვენ რა ვქნათ, სადაც 80% მართლმადიდებელია და ეს ცოდვაა?! ასე ხედავენ, ასე იაზრებენ.
- თუ ასეთი ხედვაა, ამის გამო ძალადობა უნდა გამოავლინო და რელიგია ასე დაიცვა?
- არა, ამ ფორმით არ უნდა გამოგვევლინა, ნამდვილი ქრისტიანები სხვანაირად იქცევიან. ეს გამოსასწორებელია...
- როგორ გამოწორდება?
- ერთი წინადადება მაქვს: მთავრობას ორჭოფული პოზიცია აქვს, გამოკვეთილი არ ჰქონდა, საპატრიარქოს ასეც უნდა, ისეც უნდა, მშვიდობიანიო და ეს შედეგი რომ მოჰყვებოდა, ვერ გაითვალისწინეს. ხალხი მარტო დარჩა, უმართავად. შესაბამისად, უნდა შეიქმანს ინტერაქტიული, სამუშაო ჯგუფი და მერე ფორმა მიეცემა, ყველას მხრიდან უნდა იყოს წამორმადგენელი - ლგბტქ-დან, საპატრიარქოდან, იურისტებიდან, ფსიქოლოგებიდან და კიდევ, სხვადასხვა სფეროდან, დასხდნენ, იმუშაონ და შექნან რაღაც მოდელი. და როცა ასეთი რამ იქნება გადასაწყვეტი, უნდა მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილება. სხვა გამოსავალი არ არის. ორ ხაზად მუშაობენ, ერთი მხარე აჩვენებს, რომ ჩვენი მხარე არის ბნელები და ეშმაკები, ხოლო მეორე მხარე გადაგვარებულები და ქვეყნის დამაქცევები, „პიდარასტები“.
- ყველაფერი ეს გავიგე, უბრალოდ, ვერ ვიჯერებ, რომ საპატრიარქომ და ამ აქციის მონაწილეებმა არ იცოდნენ, რომ ფალავანდიშვილის დაჯგუფების გამოჩენას ასეთი ძალადობა მოჰყვებოდა, თან ამ კაცმა წინა საღამოს, როცა რუსთაველზე კარვები გაშალა, დააანონსა ფიზიკური დაპირისპირება. მოკლედ, რატომ არ ჰქონდა დროული რეაქცია საპატრიარქოს?
- როგორ, უნდა აეკრძალა?
- თუ მარშის აკრძალავს ითხოვდნენ, ფალავანდიშვილები რით არიან უკეთესები, რომ ვერ აუკრძალავდნენ?
- მაშინ სახელმწიფოს აღეკვეთა.
- საპატრიარქო არ უნდა ჩარეულიყო, მით უმეტეს, რომ ფალავანდიშვილი ამ ინსტიტუციასთან ასოცირდება?
- შეიძლება, უთხრა და არ დაემორჩილა. იმ კაცს თავისი ჭკუა და ხედვა აქვს და შეიძლება, მთლად არ ეთახნმება. იქეთ ბიჭები რომ გამოვიდნენ დიდი წვერით, იმათაც თავიანთი ხედვა ჰქონდათ. აი, ეგ არის პრობლემა, რომ სახელმწიფოს აქვს კანონი. თუ არ აქვს, მაშინ მიიღოს და ხალხი აღარ გამოვა... ახლა ინტეგრაციის დროა.
- ინტეგრაცია როგორ მოხდება, თუ ისევ ძალადობრივი ქმედებები გაგრძლედება?
- ღია საზოგადოება ვართ, ჩვენ ვერ ჩავიკეტებით.. ლეწვა-ლეწვაში რომ არ ვიყოთ, ჯობია, შევქმნათ რაღაცა სამუშაო ჯგუფი და შევაჯეროთ, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა გავაკეთოთ.
- გუშინ რომ ყველაფერი ეს არ გაპროტესტებულიყო და აქცია არ გამართულიყო, უკეთესი არ იქნებოდა?
- რა თქმა უნდა. არ მგონია, რაც მოხდა, საპატრიაქროს ავტორიტეტს აწყობდა. 21-ე საუკუნეში ვის გაუგია, ან სადაა საქართველო ისეთი ძილერი ქვეყანა, რომ ვიღაც დავაშინოთ? ტყუილია ეგ. წავაგეთ ჩვენ, ყველანაირად, შევირცხვინეთ თავი, რაც უნდა ვთქვათ, რომ არ ვაიგივებთ ჩვენ თავს იმათთან, გინდა-არ გინდა, მოძალადეები გამოვედით ჩვენ.
- ანუ, ეკლესის ავტორიტეტი დაეცა?
- რა თქმა უნდა, ყველა ვარიანტში. მართლა არ ვიცი, რატომ გააკეთა ეკლესიამ ეს, არ უნდა გაეკეთებინა. ან ამდენი მოწოდება, რა, თბილისში არ კმაროდა, რომ პარაკლისთ დახვედროდა 100-200 კაცი მშვიდობიანად? ალბათ, ასე გადაწყვიტეს, ეჩვენებინა, რომ მთელი მოსახლეობა წინააღმდეგია და ამას მოჰყვა, ის საშინელება, რაც მოხდა.
- ეკლესიამ ეს გზა აირჩია...
- არა, ამ გზით ვერ წავალთ, ჩვენ მოგვიწევს გადავაფასოთ ყველაფერი, დავიწყოთ სინანული. მოგვიწევს, ჩვენ თავს მივხედოთ, ავამაღლოთ ცხოვრების წესი, განათლება. ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი მიდგომა, გუშინდელი დღე იყო გამოწვევა, რომ ამ გზით არ უნდა წავიდეთ. ეს არ არის გამოსავალი, ეს არ არის ქრისტეს გზა. ჩვენ გუშინ ვერ მივეცით მაგალითი ვერავის, ქრისტიანებსაც კი. თუ ამბობ, გამოხატვის თავისუფლება აქვსო, ანუ რას აკეთებ, შენი უმოქმედობით წირავ იმ ხალხს? კეთილი ინებე და დაიცავი, ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ. ათობით ჟურნალისტი დაშავდა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც რაღაც არ მოითმინეს, გამოავლინეს ძალადობა და ეს ხალხი რომ დაემშვიდებინათ, პოლიცია იყო საჭირო, თან იცოდნენ, რომელი ჯგუფებიც მოდიოდნენ, ამიტომ წინასწარი გათვლა უნდა ჰქონოდათ.
ზუკა ნემსაძე, CNews * * * QUOTE | - არა, ამ გზით ვერ წავალთ, ჩვენ მოგვიწევს გადავაფასოთ ყველაფერი, დავიწყოთ სინანული. მოგვიწევს, ჩვენ თავს მივხედოთ, ავამაღლოთ ცხოვრების წესი, განათლება. ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი მიდგომა, გუშინდელი დღე იყო გამოწვევა, რომ ამ გზით არ უნდა წავიდეთ. ეს არ არის გამოსავალი, ეს არ არის ქრისტეს გზა. ჩვენ გუშინ ვერ მივეცით მაგალითი ვერავის, ქრისტიანებსაც კი |
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|